• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი, ის შემოდის მაქსიმუმ 1 თვით“ – ბადრი ჯაფარიძე რუსეთიდან ვიზიტორთა ნაკადზე

ალია ავტორი - ალია
18:16 08-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

„ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით“, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რათა ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე რისკები შემცირდეს. ცნობისთვის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.

„როდესაც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიან ადამიანები და შენ ამ დროს გინდოდეს, რომ დააწესო მათთვის სავიზო რეჟიმი, არა იმდაგვარი, რომელიც ტურისტების ნაკადს შეამცირებს, არამედ მოგვცემს საშუალებას რომ რისკები შევამციროთ, ბუნებრივია და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს.

ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით. შესაძლოა წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მიეცეს მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება, თუმცა მისი ერთი შემოსვლა შეზღუდული იყოს მაგალითად 30 დღით. ეს არის ნორმალური პრაქტიკა, თუ ვსაუბრობთ ტურისტზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სურს აქ იყოს 360 დღე, ეს უკვე ტურისტი არ არის. მაშინ უნდა გავერკვეთ რა მიზნებით ჩამოდის. ნორმალურ ქვეყანაში, ამ კითხვას სვამს შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ქვეყნისთვის შემოსავლებიც გაიზრდებოდა.

„ვიზა რომ იყოს მარტივი გასაცემი და ფასიანი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შემოსავალი გაიზრდებოდა. ამასთან, ვიზის გაცემისას უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებ შემომსვლელზე“, – დასძინა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved