• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წუთებდათვლილი მივიყვანეთ… მოხდა სასწაული, კოვიდმა უკან დაიხია…” – ჯაბა თოლორდავა

ალია ავტორი - ალია
10:23 10-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ჯაბა თოლორდავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“მოკლედ, საიდან დავიწყო წერა არ ვიცი, რაც გადავიტანეთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ბიცოლა რომელიც ძალიან მიყვარს და მთელი ბავშვობა მასთან გავატარე არის 70 წლის რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ტკივილი ნანახი ცხოვრებისეული (ტრაგიკულად დაკარგა ორი შვილი) და ასევე აქვს თანმხლები დაავადებებიც, გადავიყვანეთ კოვიდი სასტუმროში სადაც დამძიმდა ძალიან და რამოდენიმე დღეში 1 სექტემბერს აღმოვჩნდით ღუდუშაურის სავადმყოფოში. ძალიან მძიმედ 18-ქულიანი დაზიანებით და ასევე უმძიმესი მდგომარეობით! რამოდენიმე დღე და ღამე გვქონდა გაერთიანებული და სრულიად უიმედოდ ველოდებოდით ყოველ წუთას ფატალურ შედეგს, იყო საუბარი რომ გადაეყვანათ ეგრედწოდებულ აპარატზე რადგან 24 საათი იყო დამოკიდებული სიპაპზე და მიუხედავად ამისა ვერ სუნთქავდა! მოახდინეს სასწაული როცა გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში ბატონმა (რეანიმაციის უფროსი კოვიდებში) მამუკა კაპანაძე, ქალბატონი (ექიმი) ირინა კიკნაძე, ნატო გოგლიჩიძე, და უფროსი ექთანი მარი გათენაშვილი, ასევე დავით ქანდარიას, ასლან გერმანისვილს, ველოდი გახარიას, სალომე სხულუხიას (მათმა იციან თუ რატომაც ვუხდი მადლობას უდიდესს) ამ ადამიანების მერე დანარჩენს ვერც ჩამოვთვლი ვინც ჩვენს გვერდით იდგა 24 საათი ღამე და დღე დაუღალავად ცდილობდნენ ბიცოლას გადარჩენას და მოხდა სასწაული დღეს პაციენტი გამოწერეს კოვიდმა უკან დაიხია და ჩვენი თინა (ლალი) არის ცოცხალი მის შვილიშვილებთან და ჩვენთან ერთად სახლში სადაც გადის დამატებით მკურნალობას და მასაჟს. ენით უთქმელი მადლობა მთელი ღუდუშაურს თითეულ ექიმს, ექთანს, დაცვას, მიმღების გოგოებს (ყველასთან დავმეგობრდი არ გაგიკვირდებათ ვინც მიცნობთ) ყველამ იცოდა ჩვენი გასაჭირი დღე და ღამე გვქონდა გათენებული ან ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული გაგვეგო თუნდაც იოტისოდენა უკეთესობა. უფალიც დაგვეხმარა და არ გაწირა ეს კეთილი ადამიანი სიკვდილისთვის! მართლა ვერც კი წარმოიდგენთ როგორ იბრძვიან საერთოდ არ გამოდიან გარეთ კოვიდ რეანიმაციის ექიმები და ექთნები, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ გადაარჩინონ პაციენტი. დღეს თინა (ლალი) ბიცოლას გამოწერა მგონი ჩვენზე მეტად უხაროდა იმ მედ პერსონალს ვინც ერთი თვე დღე და ღამე იბრძოდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მჯერა სასწაულის და იმის რომ ღუდუშაურში უმაგრესი მედ პერსონალი მუშაობს და ახდენენ სასწაულებს, ფაქტიურად წუთებ დათვლილი პაციენტი მივიყვანეთ და ცოცხალი გვყავს დღეს სახლში! ღმერთი გადაგიხდით ყოველი სიკეთისთვის ყოველი წუთისთვის რასაც ჩვენთვის და ყველა პაციენტისთვის აკეთებთ თქვენ. უფალმა დაგლოცოთ და გისურვებთ უამრავ გადარჩენილ, ჯამრთელ და მადლიერ პაციენტს. თითეულ ნათესავს, მეგობარს, მეზობელს მადლობა ვინც რეკავდით გვამხნევებდით და ჩვენს გვერდით იდექით შეძლებისდაგვარად. ბელა (შვილი) იმდენად იყო ცუდად დედის ავადმყოფობის გამო ვერ გპასუხობდათ და გიხდით უდიდეს მადლობას თანადგომისთვის კანადიდან. კიდევ ერთხელ მადლობა დაუღალავი შრომისთვის მამუკა კაპანაძეს, ირინა კიკნაძეს, მარი გათენაშვილს და ღუდუშაურის კლინიკის დირექციას, თითეულ ექიმს, ექთანს და მანდ მომუშავე ადამიანებს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved