• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წულუკიანს ებრძვით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩარკვიანი ჩაეკვეტოს იქ, ბრძოლა ძეგლების საბაბით აშკარა ფარსია…” – ტარიელ კიპაროიძე

ალია ავტორი - ალია
14:08 08-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე:

„ძეგლის მეგობრობას წრფელი გული სჭირდება თქვენ, ჩარკვიანის მოსურნენო და სხვებო, თეა წულუკიანთან პირდაპირი პოლიტიკური ბრძოლის უნარი არ შეგწევთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გსურთ გადაიტანოთ ძეგლთა დაცვის პოლიგონზე, საბაბით ძეგლებს ანგრევს წულუკიანი, რაც სრული ნონსენსია, თუნდაც იმიტომ რომ, სწორედ აქ „დგას მტკიცედ და შეურყეველად“ მინისტრი თავისი პროფესიონალური გუნდით. თქვენი ბრძოლა ძეგლების საბაბით ხომ აშკარა ფარსია და ამავე დროს წამგებიანიც, რადგან თქვენ ბრალს სდებთ სრულიად უბრალო ადამიანს, ადამიანს რომელმაც მთელი არსებითა და სპეციალისტთა არსენალით მიზნად დაისახა კულტურის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა იმ იშვიათი ალღოიანობით, მოკვლევის უებრო უნარით რომელიც ბუნებით აქვს მომადლებული.

ებრძვით პერსონას, რომელმაც უმოკლეს დროში სააშკარაოზე გამოიტანა: გელათის, სვანეთის, რაჭის, იმერეთის, ღია ცისქვეშა მუზეუმის და ბოლოს თბილისის ისტორიული სასულიერო სემინარიის, აწინდელი ხელოვნების მუზეუმის მრავალმხრივ საყურადღებო ისტორიულ-მემორიალურ- არქიტექტურული ძეგლის პრობლემები და არამარტო შენობის. საუკუნეა შენობის მშვენიერი კოლონადით დამშვენებული ფასადი, მიწაში დაფლული ოქროა, საუნჯეა. მუზეუმის მშვენიერ ფასადს ფარავს და აზიანებს ასწლოვანი ჭადრების ვარჯი, არავინ ირჯება ამ მშვენიერი დაფარული ფასადის გასამზიურებლად.

ეს გადახვევა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგჯერ, ცხვირწინ მდებარე პრობლემებს ვერ ვხედავთ და გუშინმოსულ მენეჯერს ებრძვით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩარკვიანი ჩაეკვეტოს იქ, სადაც მისი ადგილი მართლა არ არის, ემოციას ადევნებულნი, ბრმად ვმიტინგობთ სინამდვილეში ვიწრო პოლიტიკურ-პირადულ ამბიციური სენით შეპყრობილ ადამიანის გვერდით. რატომ გგონიათ მყივანა ჩარკვიანის მოსურნეთ, რომ იგი უფრო მეტს გააკეთებეს ქართული კულტურის აღმავლობისათვის, ვიდრე ეს შეუძლია ოლომპიური სიმშვიდით გაწონასწორებულ თეას, ვისიც უბრალოდ მადლიერი უნდა ვიყოთ, მაგალითად, გელათზე გამოვლენილი ფრესკული მხატვრობის ფორცმაჟორში კონსერვაციისა და ტაძრების საიმედო, დროებითი გადახურვის მოწყობისათვის. (ამჯერად მადლობა სააგენტოს თავდადებული და შედეგიანი მუშაობისათვის) მადლობა იტალიელ სწავლულ კონსერვატორებს იმ პანდემიის პიკის პირობებში ფლორენციიდან, რომ ჩამოფრინდნენ გელათის პრობლემების კვლევისათვის, რაც სულ მალე საფუძვლად დაედება ანსამბლის არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის სათანადო კონსერვაციას.

ადამიანები ვინც სხვის თვალში ბეწვს ეძებენ და თავიანთში დირესაც ვერ ამჩნევენ, არად დაგიდევენ ძეგლების ბედს, ოღონდ „ პოლიტიკურად გაისწორონ“ და დაამუნათონ თუნდაც წარმატების გზით მიმავალი ოპონენტი. იშვიათია რომ, იუენესკოს მიერ აღიარებულმა ძეგლმა სტატუსი დაჰკარგოს, პირამიდებისა და ტაჯმაჰალის გვერდით ოლიმპზე ასულ, ნალოლიავებ ბაგრატის დიდებულ ტაძარს ეს უბედობა ერგო წილად. იუნესკოს მივეცით საბაბი ისეთი რადიკალური ღონე ეხმარა დაზიანებული ბაგრატის მიმართ, რომ იუნესკოს რეესტრიდან ამოეღოთ. რატომ, როდის და ვისი ბრალეულობით მოხდა ეს მართლა შემზარავი ფაქტი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, ეს მოხდა ხალხში პოპულისტური საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით, სპეციალისტთა აზრის იგნორირებით, არჩევნების წინ 2012 წელს. უცხოელი არქიტექტორის უადგილო ჩართულობით, აქაო და „ გააპრავებდა“ ბაგრატის სტატუსს მისი „ავტორიტეტი“.

მაშინდელი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის სიტყვით, საერთაშორისო რესტავრაციის ისტორიაში გარღვევას მოახდენდა ბაგრატის რეაბილიტაცია. გარღვევა მართლაც მოახდინა… სამწუხარო გარღვევა. სავალალო ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა, ბაგრატის ტაძარი პოლიტიკურ ამბიციას, წაგებულ არჩევნებს შეეწირა. მსოფლიო ტურისტული რუკიდან გაქრა ბაგრატის ტაძარი. იკლო საქართველოს ცნობადობამ მსოფლიოს კულტურულ-ინტელექტუალურ ბაზარზე. აუწონავია ზარალი. დღეს, კულტურის სამინისტროს მართლაც გააჩნია იურიდიული, დიდი ინტელექტუალური რესურსი გააანალიზოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო სამართალთან. თეა წულუკიანის გუნდს გულისყური აქვს მიპყრობილი ევროატლანტიკურ ღირებულებებზე და ვექტორად მიაჩნია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ქარტია.

სამინისტრო ზრუნავს ქვეყნის თვითმყოფადი განვითარებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. ტერიტორიული აღდგენისა და დეოკუპაციისათვის ბრძოლის ყოველი ასპექტის გამოყენებისათვის. ჰკითხეთ ხალდელ გასვიანებს, ჯოხაძეებს, ჩეგიანებს, როგორი ჟინით სურთ აღადგინონ მე-19 საუკუნეში რუსის ჯარის მიერ ოკუპირებული სოფელი მიწასთან გასწორებული კოშკებით, მაჩუბებით, ბეღლებით მათ სჯერათ მინისტრის, მათ სჯერათ, რომ პართენონის კოლონის მსგავსად, სვანეთის კოშკის აღდგინებით ხალდეშიც აღიმართება თავისუფლებისათვის ბრძოლის კლასიკური ნიმუში. არა და არ სურთ უშგულელებსაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ავანსცენიდან გასული იხილონ სვანების სიამაყე,უშგული. იციან კი ჩარკვიანის აქციის ბევრმა ბრმა მონაწილემ, რომ დღე და ღამეს ასწორებს სვანეთში მომუშავე რესტავრატორთა გუნდი, რომ არ მოხდეს ის საწუხარი ზემოთ რომ აღვნიშნე და ეს საწუხარი ჩაჟაშელებმაც დაიჩივლეს ჩვენს წინაშე ჩვენი ერთადერთი იმედი ტურისტული შემოსავალიაო და ამიტომ უნდა ვუფრთხილდეთ ჩაჟაშს, ბუნებისა და ადამიანის ნახელავის საოცრებას.

აღსანიშნავია რომ ამასვე ამბობენ რაჭველი: რეხვიაშვილები, სოხაძეები, ბერაძეები, დაჩიბერიძეები, ფანჯიკიძეები და თითქმის ყველა მოერთგულე რაჭველი. შეგვანარჩუნებინეთ ჩვენი ჩუქურთმიანი ოდა სახლები, ჩვენც დავბრუნდებით მამა-პაპათა ნაფუძარებზე, კერას არ ჩავაქრობთ და სტუმრებსაც ვუმასპინძლებთ რაჭულადო გვეუბნებიან რაჭველი … გოგოლეთელები თვითონ შეასრულებენ ტრადიციულ ხით მოქარგულ სამუშაოებს. მზაკვრობით, ჩხუბით, აყალმაყალით და ცილისწამებით წარმატებული შენება ჯერ არავის უხილავს და მით უფრო კულტურის ძეგლები არ შექმნილა. თუმცა რას იზამ, პირს ვერავის აუკრავ და ქაღალდიც ყველაფერს აიტანს“

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved