• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წულუკიანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე – ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს

ალია ავტორი - ალია
16:03 05-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

ჩვენ რასაც ვხედავთ და მგონია, რომ სწორად ვხედავთ, უვიზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოსახლების ძალიან დიდი უმრავლესობა შეხვდა დადებითად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება, სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს.

„ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები, რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს. მთავარი არის ასევე ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ სანქციები, რომლებიც მოქმედებს და მივესალმებით იმ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო, სხვაგვარად ვერც იქნებოდა, და ამ გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული ბორტი, თითოეული ხომალდი, ასე ვთქვათ, და თითოეული ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს, მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქციას დაქვემდებარებული. ეს გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, იქნება განუხრელად დაცული. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როდესაც, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და, მეორე მხრივ, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved