კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებაზე წერს:
„ღრმა მწუხარება მინდა (და არა მხოლოდ – უნდა) გამოვხატო ბატონი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე, რომელიც, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხანგამოშვებით ჩაწერდა თავის მონოლოგს და იტყოდა… იტყოდა სათქმელს. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისეთი სათქმელები იყო, რომელთან მიმართებაშიც, “მოდურ” მავანს გამოხატვის თავისუფლება გამოყენებადი არ ეგონა, რადგან ეს თავისუფლება მხოლოდ ასეთ მავანთათვის შექმნილი ხილი ჰგონია ზოგს“.
კომენტარები