• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წუხელ გარდაიცვალა… მან გადამაწყვეტინა მასწავლებელი გავმხდარიყავი” – რას იხსენებს ბაკურ სულაკაური

ალია ავტორი - ალია
14:50 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
488

„მწვანე სკოლის“ დირექტორი ბაკურ სულაკაური ქართველი  მათემატიკოსისა და პოლიტიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, გურამ ბერიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აქვე საინტერესო ისტორიას იხსენებს:

„1980-იან წლებში უნივერსიტეტში ვსწავლობდი მათემატიკის ფაკულტეტზე. ბევრ წიგნს ვკითხულობდი, რომელთა უმეტესობასაც მათემატიკასთან  კავშირი არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა.

ერთხელ წიგნის მაღაზიაში ვიყიდე ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სამეცნიერო სტატიების კრებული საერთო სათაურით „დაწყებითი სწავლების ფსიქოლოგია“, სადაც პირველივე სტატიას ერქვა „გროვებით თვლა და მისი მეთოდურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა“. ავტორები საბჭოთა ტრადიციისამებრ ინიციალებით იყო მითითებული: გ.ბერიშვილი, ი.კოტეტიშვილი (მოგვიანებით გავარკვიე, რომ ესენი იყვნენ გურამ ბერიშვილი და იათო კოტეტიშვილი).

სტატიამ პირველივე წინადადებიდან გამიტაცა. ეს იყო მრავალწლიანი კვლევის და ექსპერიმენტების შედეგად შექმნილი მეთოდი იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს მათემატიკა პირველ კლასში და როგორ შეიძლება იქცეს მათემატიკის სწავლება ბავშვისთვის სახალისო, საინტერესო და ეფექტიან პროცესად.

გურამის და იათოს კვლევამ გადამაწყვეტინა მასწავლებელი გავმხდარიყავი და საკუთარი პრაქტიკით შემემოწმებინა ამ მეთოდის ავ-კარგი.

ასე გავხდი მასწავლებელი. დაწყებითი კლასების მასწავლებლად 8 წელი ვიმუშავე.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ იდეის ავტორს – გურამ ბერიშვილს – არა მხოლოდ პირადად გავიცნობდი, არამედ მასთან (და ქალბატონ  იათოსთან) ერთად დღემდე ფართოდ გამოყენებულ მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოებს შევქმნიდი და დავუმეგობრდებოდი.

ბატონი გურამი 50-ს იყო გადაცილებული, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა. ჩემი ნაცნობებიდან ერთადერთი იყო თავის თაობაში, ვისთვისაც უცხო იყო საბჭოთა ადამიანისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპები. აზროვნებდა წარმოუდგენლად თავისუფლად, უკომპრომისოდ და კრიტიკულად.

ძალიან მიჭირს ბატონ გურამზე წარსულ დროში საუბარი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

წუხელ გარდაიცვალა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved