რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, სანქციები უწესდებათ აშშ-სა და კანადის მოქალაქეებს.
მათ შორის არიან მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ექსპერტები და ის პირები, ვინც “რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“.
ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ META-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ედვარდ პრაისი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეტლინ ჰიქსი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და სხვები. მათ რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.
რუსეთის სანქციები აშშ-ს 29 მოქალაქეს და კანადის 61 მოქალაქეს უწესდება.
კომენტარები