• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცუდი ხალხი რომ ასე იქცევა, მსიამოვნებს! დაუძინებელო მეგობრებო, ასე გააგრძელეთ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:08 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჟურნალი „ტაბულა”- ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობა უკვე ძალას რომ იკრებდა და ცვლილებების სუნი იგრძნობოდა, ტელევიზორში გაუშვეს ფილმი, სახელად – ლედი კარატე. ერთი მომენტი მახსოვს – ამ ლედი კარატეს ფეხებით ჩამოკიდებენ, იწვალებს, თავს გაითავისუფლებს და მერე, ყველას მოუგებს. ჩემი როლე მოდელ იყო კარგა ხანს (ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი მეგონა). ვაფრენდი, როგორ იხსნის თავს – ამის დანახვაზე.
ცხადია, აღარც ფილმი მახსოვს და არც მისი შინაარსი, მაგრამ ფეხებით ჩამოკიდებული ქალი, სულ ჩემთანაა.

ახლა რაღაცას დავწერ და სწორად უნდა გამიგოთ…

გუშინ ხომ სამარცხვინო რეზოლუციის ამბავი ტრიალებდა? ქოცების რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე – ეს იყო თემა.

აი, მაგ დროს, ზუსტად მაგ დროს რუსეთის ყოფილ საელჩოზე, სადაც ახლა რუსების სექცია ზის – ანუ რუსები მუშაობენ და გუშინაც იქ იყვნენ – ფრიალებდა უკრაინის და ნატოს გიგანტური დროშა უკრაინის და ნატოს ჰიმნის, ჩერჩილის, რეიგანის, იოანე პავლე მეორეს, მერაბ კოსტავას, ჩერნოვილის სიტყვების თანხლებით.

რუსეთის ყოფილ საელჩოზე ფრიალებდა ნატო-ს და უკრაინის დროშა, ზედ იღბლის ქართული ყვავილით!

ეს აქცია თვალში მოხვდათ ამერიკელ, უკრაინელ მოლდოველ, ისრაელელ ჟურნალისტებს – ტვიტავენ, აშუქებენ, აშიარებენ, აშუქებს უკრაინული და არა მარტო უკრაინული მედია – მოკლედ, საერთაშორისო ამბავი შეიქმნა, არაფერი გადამწყვეტი, მაგრამ საერთაშორისოდ შუქდება.

რა შეიძლებოდა გაეშვა ქართულ პროდასავლურ ოპოზიციურ მედიას პირდაპირ ეთერში ამაზე უკეთესი? რუსეთის ყოფილ საელჩოზე ნატო-ს და უკრაინის გიგანტური დროშა რომ ფრიალებს, ხომაა კარგი პასუხი ქოცების რეზოლუციაზე? საქართველო ჩვენთანაა – ასე აშუქებს ამ მოვლენას უნიანი.

ჰოდა, აი, ქართულ “პროდასავლურ” ოპოზიციურ მედიას პირდაპირში ნიუსად ეს აქცია არ გაუშვია! არ გაუშვია იმიტომ, რომ მიშას არ ეხება და კრედიტს ის ვერ დაიწერს.
ახლა რა მინდა რომ სწორად გამიგოთ.

ეგოისტურად მე ეს მსიამოვნებს. ცუდი ხალხი რომ ასე იქცევა, მსიამოვნებს! თან ძალიან! შესაძლებლობად ვხედავ და ჩემი რაცაა, აქედანაც მომაქვს კანონზომიერ გაგრძელებას ვხედავ და ის ჩემი ლედი კარატეც მახსენდება.

დაუძინებელო მეგობრებო, ასე გააგრძელეთ – მე პირადად, ეს განვითარებაში და გაზრდაში მეხმარება და ფინალითაც მაგრად ვისიამოვნებ.

უბრალოდ, ამ ჯინიანობაში, ქვეყანა და მისი ინტერესები გავიწყდებათ და საკუთარ თავსაც ასუსტებთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved