• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას” – „საქართველოს უნივერსიტეტი“

ალია ავტორი - ალია
19:53 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
658

„საქართველოს უნივერსიტეტი“ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს:

“საქართველოს უნივერსიტეტი შეშფოთებულია გუშინ, 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ლახავენ უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამებიან სინამდვილეს.

საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. გუშინაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თითქოს უნივერსიტეტი ქალბატონ გიული ალასანიას გადაეცა 1 ლარად. გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით.

იმისათვის, რომ პრემიერმა მომავალში თავიდან აიცილოს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას სიმართლე: წლების წინ უნივერსიტეტი დააარსეს გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ხელთ გვაქვს ამის დამადასტურებელი ყოველგვარი საბუთი. აღნიშნულ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც და მზად ვართ, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, ნებისმიერ პირთან, მათ შორის, ბატონ პრემიერთანაც.

აქვე ვიტყვით, რომ უნივერსიტეტის დაარსებას ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი – ახალგაზრდა თაობისთვის მაღალი დონის განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა, მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათთვის სამომავლო პერსპექტივების გაჩენა. წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს ამ მოვალეობას და დღეს საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ჰყავს ათასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი. გარდა ამისა, ის ასაქმებს ათასზე მეტ ადამიანს პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იცავს ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში, ის აპოლიტიკური დაწესებულებაა, სადაც ადამიანი იღებს ობიექტურ განათლებას. აღსანიშნავია, რომ აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი არაერთი თვალსაჩინო პირიც.

გარდა ზემოთქმულისა, ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი. ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც „ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“. საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, იქნება ეს უნივერსიტეტის კედლებს შიგნით თუ მის გარეთ. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართველმა სტუდენტებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი და მიგვაჩნია, რომ ამ როლის დაკნინება სტუდენტებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია.

საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს – სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე.

Libertas, Humanitas, Excelentia!”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved