წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, უხვი ნალექის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ მასა დაიძვრება და გზის სავალ ნაწილზე ჩამოვა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ვაკის გამგებელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
შემთხვევის ადგილზე ელოდებიან სამხარაულის ექსპერტთა ჯგუფს.
კომენტარები