ყაზახეთში, ალმათიში, წყალსაცავში სამი ბავშვი დაიხრჩო. მოზარდებს, სავარაუდოდ, ყინულის თხელი ფენა ჩაუტყდათ. ისინი წყალში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ.
თავდაპირველად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი მოსწავლე სკოლაში წავიდა, რის შემდეგაც ისინი აღარავის უნახავს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მყვინთავები მონაწილეობდნენ.
მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების გამოძიება.
კომენტარები