• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყალი 24 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ალია ავტორი - ალია
10:21 05-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ხვალ, 11 მაისს, „ჯივიპი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება 24 საათით შეიზღუდება.

„ხვალ, 11 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარალელურად, სამ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები კაკაბაძის და ბალანჩივაძის ქუჩებზე, წყალსადენის ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. ასევე, თამარაშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის შედეგად, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთი რაიონის აბონენტებისთვის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება.

აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 11 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 11 მაისს, დღის 12:00 საათიდან 12 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს და პირველ შესახვევს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ნაფარეულის, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, დოლიძის, იყალთოს, ჩიქოვანის, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, ოთარ ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში – რუსთაველის გამზირს, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, კაკაბაძეების, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას I, II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, ახვლედიანის, მესხიას, გრიბოედოვის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, არსენას, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას,, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, წავკისის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, სანაპიროს, ბროსეს, პუშკინის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს, თაბუკაშვილის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანას,

ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved