• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდია თურქეთის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს

ალია ავტორი - ალია
02:24 04-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია, სამკურნალოდ თურქეთის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს არ მკურნალობენ. ამის შესახებ “2020NEWS”-ს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

„რამდენიმე დღეა, რაც ცოტნე გამსახურდია სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ კლინიკაში არ უნდა ყოფილიყვნენ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. ეს იყო ჩვენი მოთხოვნის პირველი პუნქტი. მოგეხსენებათ, ამ ინფექციით თურქეთში 20 ათასამდე ადამიანია უკვე ინფიცირებული. ყველა დიდ კლინიკას, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით, განყოფილებები ჰქონდათ გამზადებული კორონავირუსიანებისათვის.

ჩვენი მოთხოვნების შემდეგი პუქტი იყო, რომ ინტენსიური რეაბილიტაციის ცეტრი უნდა ჰქონოდათ, იმ კლინიკებსაც კი, რომელსაც ინტენსიური რეაბილიტაციის ცენტრი ჰქონდათ, ამ განყოფილების ექიმები კარანტინის გამო, დათხოვილები ჰყავდათ.

ამ კლინიკაში კორონავირუსიანები არ არიან მოთავსებულები. აქ არის მკაცრი კარანტინი და პაციენტებთან არცერთ მნახველს არ უშვებენ. ამ კლინიკაში კორონავირუსზე გამაკეთებინეს ტესტი და ისე შემომიშვეს კლინიკაში, გარეთ არ მიშვებენ, რადგან არ მოხდეს ინფექციის გადატანა. ეს წესები აქ მკაცრად არის დაცული.

ჯერჯერობით ცოტნე ვერც ლაპარაკობს და ვერც დადის. ნელ-ნელა მივდივართ წინ, რადგან დაზიანება იყო ძალიან დიდი და ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მეოთხე დღეა რაც ამ კლინიკაში ვართ და თვალსაჩინო შედეგები ჯერ ვერ გვექნება. თუმცა, არავერბალურ კომუნიკაციაზე გამოდის და არავერბალურ დავალებებს ასრულებს. ყველა კიდურს ამოძრავებს და ყლაპავს დამოუკიდებლად“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

კითხვაზე რა დრო დასჭირდება ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციო პროცესს ჯაბაური გვპასუხობს:

..ჯერჯერობით ზუსტ დროს ვერ გვეუბნებიან, რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას. მედიცინის წინაშე ასეთი კანონები არ არსებობს. თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ექიმები იმედს გვაძლევენ. რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი, ინდივიდუალურია და პაციენტის ორგანიზმს გააჩნია“, – აცხადებს ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს.

თეგები: ცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved