• რეკლამა
  • კონტაქტი
03:57, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა თავის მართლების ახალი ფორმა გაჩნდა“

ალია ავტორი - ალია
18:17 05-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

„შემთხვევების ზრდა გახსნის ბრალი არ არის”- თავის მართლების ახალი ფორმა გაჩნდა, ტესტირების იგნორირებისა არ იყოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმიტომ რომ იმ სოფელში მასობრივი ტესტირება ჩატარდა. რომ არ ჩატარებულიყო, არც გამოვლინდებოდა. ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით გვამშვიდებენ.

თუ ქვეყანა სახლში ჩაკეტე და ყველა საწარმო გააჩერე, ბუნებრივია, რისკი მინიმალური იქნება. საქმე ისაა, შედეგებს ეკონომიკის ჩამოშლის გარეშე მიაღწიო.

სწორედ, ახლაა საჭირო ქცევის იმ ნორმების დანერგვა, რასაც ევროპაში შეგნებულობით (და გარკვეული შეზღუდვებით) უწესებენ მოქალაქეები საკუთარ თავს.

სულ სხვა ტალღაზე უნდა გადაერთოს ინფორმაციის შინაარსი, სხვა სახის აგიტაცია უნდა იყოს წარმოებული. ხელისუფლება ამას უნდა აკეთებდეს ადგილზეც და „ცენტრალურ დონეზეც”.

„შემთხვევების ზრდა გახნის ბრალი არ არის”- თავის მართლების ახალი ფორმა გაჩნდა, ტესტირების იგნორირებისა არ იყოს.

დიახ, არ არის გახსნილობის ბრალი და სწორია, რომ გაიხსნა, ჩვენც ამას ვითხოვდით, მაგრამ ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, ამაზე გასაგებად არავინ საუბრობს.

„ვიმოქმედოთ შვედებივით”-გვესმის ხანდახან. როგორ მოქმედებენ შვედები? მე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მკაცრი ზომები არ გამოუყენებიათ, მაგრამ იცავენ დისციპლინას.

რა შედის ამაში, როგორ და ა. შ. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ისინი ჩრდილოელი ვიკინგები არიან და ჩვენ სამხრეთელი კავკასიელები, არაა კარგი არგუმენტი.

გამოჩნდა, რომ ჩვენც შეგვიძლია, როცა საჭიროა, ვიმოქმედოთ რაციონალურად. მინდა ეს მაგალითები და რჩევები მთავრობისგან, პროფესიონალებისგან მესმოდეს.

მოეშვა ქვეყანა. დაკარგა ხალხმა სიფრთხილე. დახურულ სივრცეში არავის უკეთია პირბადე.

პარლამენტშიაც კი, სადაც ერთ პატარა სივრცეში სამასამდე დეპუტატი და მედიასაშულებების წარმომადგენლები ვიყავით თავმოყრილი, ათამდე პირბადიან ადამიანს თუ დათვლიდი. ჯანდაცვის მინისტრიც კი ნიღბის გარეშე იჯდა მთელი დღე.

შეზღუდვა ადვილია, როცა სამი ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გემუქრება და მერე ციხე. თვითშეზღუდვაა ძნელი,“- წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved