ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვის უბნის პარკს გახსნის, ცერემონიას კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “მგზავრები“.
საზოგადოებაში ამ ინფორმაციას დიდი რეზონანსი მოჰყვა და ხალხის აღშფოთებული ნაწილი წერდა, რომ იმ დროს, როდესაც ევროპული მარში ტარდება, ხელისუფლებას, რომელიც რუსეთისკენ მიგვაქანებს, არ უნდა უმღერო.
,,ცოლი მაინც არ გყავდეს უკრაინელი, ბიჭო” – ასე მიმართავდნენ გიგი დედალამაზიშვილს. ამის შემგეგ “მგზავრებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ იმღერებენ:
,,კონცერტი გაუქმებულია, საქართველოს მომავალი კი ევროპაშია.“
კომენტარები