• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცოლ-ქმრის საქმის გარჩევა “კანონიერ ქურდებს” 10-წლიან სასჯელად დაუჯდათ

ალია ავტორი - ალია
19:17 03-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,221

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობასა და „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ პირთა საქმის განხილვა დაასრულა.

როგორც „პრაიმტაიმი“ იუწყება, გავლენიან „კანონიერ ქურდებს“ – ჯეირან კინწურაშვილს და თამაზ ქარცივაძეს დაუსწრებლად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ქურდული სამყაროს ბრალდებით დაკავებული ერთი პირი – რომან პარადა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ასევე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი ბრალდებული იმედა აბაშიძე, რომელსაც მძიმე დაავადებების გამო, მოსამართლე გიორგი არევაძემ 8-წლიანი სასჯელის მოხდა გადაუვადა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ელმირა წულაიამ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, ყოფილი მეუღლის, ვასილ წულაიას წინააღმდეგ „კანონიერ ქურდებს“ მიმართა. ქალი ყოფილ ქმარს, ვასილ წულაიას 9000 ევროს ედავებოდა. თავის მხრივ, საქმეში „კანონიერი ქურდი“ ჩართო ვასილ წულაიამაც. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ქურდული გარჩევა საბოლოდ იმით დასრულდა, რომ ვასილ წულაია ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ქმარმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო გარიგების საფუძველზე საპატიმროდან 6 თვეში გათავისუფლდა.

ვასილ წულაიასთან ერთად დაკავებულ ქურდული სამყაროს წევრებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ, საზღვარგარეთ მყოფ ორ ქართველ „კანონიერ ქურდს“ კი  დაუსწრებლად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

„პრაიმტაიმი“ ამტკიცებს, რომ მას ხელში ჩაუვარდა ვასილ წულაიას დაკითხვის ოქმი:

ჩვენებაში ბრალდებული ვასილ წულაია უთითებს, რომ ის და მისი იმჟამინდელი მეუღლე, ელმირა წულაია გარკვეული ხნით ავსტრიაში ცხოვრობდნენ, რა დროსაც ქალმა ავსტრიის ბანკიდან სოლიდური კრედიტი გამოიტანა.

ვასილ წულაია წერს, რომ ამის შემდეგ მალევე ის სამშობლოში დაბრუნდა და სხვა ქალზე იქორწინა. მისი ყოფილი მეუღლე კი ავსტრიაში დარჩა, თუმცა ბანკიდან აღებული კრედიტის თანხის გადახდას ვასილ წულაიას სთხოვდა.

მამაკაცი ყვება, რომ მას ამ ფულთან შეხება არ ჰქონია. მისი ნაამბობით ირკვევა, რომ ელმირა წულაიამ თანხის ამოღების მიზნით საქმეში მისი ნათესავი, ქურდული სამყაროს წევრი, ვინმე დანგაძე ჩართო, რომელიც თავის მხრივ, მის მეგობრებთან – გიორგი ქურასბედიანთან, ილია ჩუბინიძესთან და მირზა მირზიაშვილთან ერთად თურქეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის სახელით ვასილ წულაიას ერთ თვეში 8 800 ევროს მიტანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანხა გაურმაგდებოდა.

„ამ ადამიანებს შევხვდი ჩვენს საერთო ნაცნობთან, ილია აბაშიძესთან. მე ჩემი ფეხით მივედი ამ შეხვედრაზე, ჩემს მეგობარ ავთო სიხარულიძესთან ერთად. მითხრეს, თუ ამ თანხას ერთ თვეში არ გადაიხდი, თანხა გაორმაგდებაო. ხომ იცი, ვინც ვართ, კაი ბიჭები ვართ და საქმე სხვაგვარად წავა მერეო. მიხსენეს ჯეირან კინწურაშვილი (ხონსკი), ის არის პირადად დაინტერესებული ამ საქმითო“

მისი დაკითხვის ოქმით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ზემოხსენებული შეხვედრის შემდეგ ვასილ წულაია მისმა მეგობარმა, ავთო სიხარულიძემ გადაიყვანა თურქეთში და შეახვედრა „კანონიერ ქურდს“, თამაზ ქარცივაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კუსას“ მეტსახელით იცნობენ. ამ უკანასკნელთან სიხარულიძეს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდა და იმედი ჰქონდა, რომ ქარცივაძე პრობლემას მოაგვარებდა და ჯეირან კინწურაშვილთანაც დაალაგებდა საქმეს.

ჩვენების მიხედვით, ვასილ წულაია და ავთო სიხარულიძე თურქეთში მართლაც შეხვდნენ „კანონიერ ქურდს“, თამაზ ქარცივაძეს, რომელმაც დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ცოლ-ქმრის საქმეში ქურდები არ უნდა ჩარეულიყვნენ.

საქმე, როგორც ჩანს, თურქეთში მყოფ ორ ქართველ „კანონიერ ქურდს“ შორის უნდა გარკვეულიყო – ერთ მხარეს ჯეირან კინწურაშვილი, მეორე მხარეს კი თამაზ ქარცივაძე წარმოადგენდნენ, თუმცა ამასობაში საქმეში კრიმინალური პოლიცია ჩაერთო და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საერთო ჯამში 6 პირი დააკავეს, 4 კი დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში.

საქმის მასალებში დევს ფარული სატელეფონო საუბრები, სადაც „კანონიერი ქურდების“ სახელიც ფიგურირებს.

„მეუბნებოდნენ სახლი გაყიდე და ეს ფული მოიტანეო. რომ ვუთხარი, მე სახლი არ მაქვს ჩემს სახელეზეთქო, შენს დას ხომ აქვსო, ის გაყიდეო“, – იხსენებს ვასილ წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებთან საუბარს.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved