გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანიძე, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები