მანანა ჯაბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, ვაჟა გვანცელაძე და საქართველოს გასტროენტეროლოგთა ნაციონალური საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
„გარდაიცვალა ვაჟა გვანცელაძე – კეთილშობილი ადამიანი, დიდებული ექიმი, საუკეთესო მასწავლებელი (თსსუ-ს პროფესორი) და სხვა მრავალი ღირსებით შემკული პიროვნება.
საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური საზოგადოება თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს“.
კომენტარები