• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, წმინდა გიორგის შუბი არ აცდეს იმ თემიდას, რომელსაც ასეთი განაჩენი გამოაქვს” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
21:35 11-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,857

კავკასიური სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,მე თბილისში დავიბადე, მამაჩემიც, ბაბუა იყო ვანიდან… შეიძლება ზეპირსიტყვიერების იუმორისტულ ნიმუშებში ამ რაიონის მაცხოვრებლებს სახელი აქვთ გატეხილი, მაგრამ მე მთელი ცხოვრებაა მხოლოდ სიკეთის არაჩვეულებრივ ამბებს ვისმენ მათ შესახებ. ოჯახის მეხსიერებაში უამრავი ისტორიაა შემონახული, რომელიც ვანელების კოლექტიურ ძალისხმევაზე მოგვითხრობს. ხანდახან ისინი ერთ მუშტად შეიკვრებოდნენ, ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ მიდიოდნენ, არნახულ პრინციპულობას იჩენდნენ თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენისთვის.

მაუწყებელი • Mautskebeli -ის სიუჟეტი ვნახე დიხაშხოელი საბა მეფარიშვილის შესახებ. 23 წლის ბიჭი ექვსი წლით უნდა გამოამწყვდიონ ციხეში რკინის ჯებირის დაზიანების გამო, გაზაფხულზე ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანებულ ახალგაზრდებს შორის იყო, ერთ-ერთი ჩვენგანი იყო…

არადა, ეს კაცი ოთხსულიანი უღატაკესი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახლდათ, თბილისში არემონტებდა ბინებს და თანხას მშობლებსა და დეიდას უგზავნიდა. მამა ავად ყავს, ძლივს დადის; დედას კიდურები აქვს დამწვარი, დეიდა ოცი წელია ლოგინსაა მიჯაჭვული.

სამი ავადმყოფი მოხუცი დარჩა მარტო, ლუკმის მიმწოდებლის გარეშე…

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ექს-დეპუტატი, რომელმაც ტყეში ხალხი დაკლა, უმალვე გამოუშვეს ციხიდან…

ეს ის ქვეყანაა, სადაც ვანო ჩხარტიშვილი უდანაშაულო, პატიოსან კაცად, მართლმადიდებლობის ზეიმად მიიჩნევა, ციხეზე ზედმეტია ლაპარაკი…

საქართველოში და არსად სხვაგან, უსინდისო, დემაგოგი პოლიტიკოსის მამასა და ყოფილ მეუღლეს ბიუჯეტიდან დატაცებული 65 მილიონი ეპატიებათ ხოლმე!

კანონი მხოლოდ სამი მოხუცის მარჩენალ ბიჭზე ვრცელდება, თანაც სრული სიმკაცრით!

დავიჯერო, ამ ლეგენდარულ რაიონს სიკეთისა და თანაგრძნობისკენ სწრაფვის კოლექტიური სული აღარ დარჩა, რათა ხმა ამოიღონ და მეფარიშვილების ოჯახს შეაწიონ სიტყვა?!

დღეს 23 წლის ბიჭი კი არ არის გადასარჩენი, ან მისი ოჯახის წევრები კი არ არიან სამშვიდობოს გასაყვანნი… დღეს საკითხი ასე დგას – რა უფრო მნიშვნელოვანია: პოლიტიკური პოზიცია თუ ადამიანის ვალდებულება იყოს თანამგრძნობი, გამოხატოს სოლიდარობა, დაიცვას დაუცველი!

წმინდა გიორგის შუბი არ აცდეს იმ თემიდას, რომელსაც ასეთი განაჩენი გამოაქვს. სიმართლეს ხმელი ხის ნედლად ქცევა უნდა შეეძლოს და არა ღატაკის უღატაკესად ქცევა, ბოლომდე ფეხქვეშ გათელვა.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved