• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

ალია ავტორი - ალია
09:00 11-25-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
628

საქართველოს #1 დეველოპერული კომპანია „არქი“ ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით მომხმარებელს წლის ერთადერთ ფასდაკლებას სთავაზობს. 31 დეკემბრის ჩათვლით არქის ყველა პროექტში ბინის შეძენა 25 000 ლარამდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ახალი წელი ახალი გეგმების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების დროა. საახალწლო კამპანია საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს პირველი საკუთარი სახლი, არსებული ბინა უფრო ფართო და კომფორტული საცხოვრებლით შეცვალოს, ოჯახის წევრს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს ან დანაზოგი უძრავ ქონებაში დააბანდოს.

არქი წლის განმავლობაში ცალკეულ პროექტებზე დიდი ფასდაკლების რეკორდული დღეებითაა ცნობილი, თუმცა საახალწლო კამპანია გამორჩეულია – წელიწადში მხოლოდ ერთხელ ფასდაკლება ერთდროულად ვრცელდება კომპანიის ყველა პროექტზე. ეს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, არჩევანი არა ერთ კონკრეტულ პროექტზე, არამედ საკუთარ საჭიროებებზე, სასურველ ლოკაციასა და ბიუჯეტზე დაყრდნობით გააკეთონ.

„ყველას თავისი მიზეზი აქვს, რატომ შეიძინოს ახალი სახლი. ზოგისთვის ეს პირველი საკუთარი ბინაა, ზოგისთვის – დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი, ოჯახისთვის მეტი სივრცე ან გრძელვადიანი ინვესტიცია. არქიში წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობები ერთდროულად ყველა პროექტში შევთავაზოთ. გვინდა, ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვინც საკუთარი სახლის შეძენას გეგმავს“, – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

შეთავაზება მოიცავს არქის პროექტებს თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის: „არქი ლისი სანრაიზს“, „არქი უნივერსს“, „არქი ქინგ თამარს“, „არქი კიკვიძე D“-სა და „არქი ნუცუბიძე 2“-ს.

წლის ერთადერთი ფასდაკლება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ემიგრანტებისთვისაც, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას, ოჯახის წევრებისთვის ბინის შეძენას ან უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავენ.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, არქი მცხოვრებლებისთვის მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებისთვისაც ემზადება, რომელიც არქელებს გააერთიანებს და განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას შექმნის.

არქის წლის ერთადერთი ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შეთავაზებით სარგებლობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით არქის ნომერზე: 032 2 602 602 ან დატოვეთ განაცხადი კომპანიის სოციალურ ქსელებში.

შეხვდი ახალ წელს ახალი სახლით!

(R)

თეგები: არქელებიარქიარქის ფასდაკლებაფასდაკლება ბინებზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved