• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,წლების წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა” – მარინა ეზუგბაიას უცნობი ისტორია

ალია ავტორი - ალია
04:21 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაიცნო 36 წელია, რაც ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს.

მარინა ეზუგბაიას დედაც წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მშობლებს სამი შვილი – ეთერი, მარინა და კახა ჰყავდათ.

25 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი რვა წლით უმცროსი ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

“მამაჩემი ტრაგიკულად რომ გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი. მახსოვს მაშინ ბებიას ვყავდი, როცა დედა და მარინა მოვიდნენ, შემიყვანეს ოთახში და მითხრეს, რომ მამა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მივხდი, რომ მარინას სახით მე მეორე მამა მყავდა. კახა მარინაზე 8 წლით უმცროსი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გაზარდა. მას შემდეგ მარინა ჩვენთვის მამა გახდა, ალბათ დედაჩემისთვისაც, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. მამიდაზე დაყრდნობილი ვართ მთელი ოჯახი და ყველა ვინც მის გარშემოა“, – ამბობს მისი ძმისშვილი მარიამ ეზუგბაია.

სამსახურშიც ისეთივე მკაცრი, მომთხოვნი და პრინციპულია, როგორც მედიასთან. „პრაიმტაიმს“ მისი კოლეგა მარინა ენდელაძე ესაუბრა.

“გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი მუშაობის პირველი წლები ინფექციურ საავადმყოფოში. დედამისი დირექტორის მოადგილე გახლდათ. საკუთარ შვილს ყველაზე ბევრ და რთულ დავალებებს აძლევდა. საბოლოო ჯამში მარინა საუკეთესო სპეციალისტად გამოიწვრთნა. ადამიანი სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, ისვენებს. ის აქამდეც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო საქმეში. ახლა, მარინას 24 საათში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს. ის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გახლავთ და მას შეუძლია ახლანდელ მოვლენებს შორიდან უყუროს, თუმცა სულ აქ არის და ყველას მხარში გვიდგას…

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის პროფესიონალიზმე. გარდა ამისა, ის კარგი და ნამდვილი, ყველას დამცველი და გვერდში მდგომი ადამიანია. სამსახურში მკაცრი და სამართლიანია, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ხელმძღვანელი. მართალია, ფართო საზოგადოებამ ის საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გაიცნო, თუმცა ის გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის და ყველგან უნდა გქონდეს. სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა, შვილი გარდამეცვალა. რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი. შვილის დაკარგვით განცდილმა ტკივილმა სულ გამინელა სამსახურში გასვლის სურვილი. მარინამ მაიძულა და დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი და ადამიანებს ვჭირდებოდი… ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი, იმ თავგანწირვისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მას აქვს.“ – ამბობს მარინა ენდელაძე.

ამბობენ, რომ სამსახურს მიღმა სულ სხვანაირია. კარგად მღერის და ცეკვავს კიდეც.

„ის არის უძლიერესი ადამიანი არამარტო მედიცინაში, არამედ ნებისმიერ სფეროში. მარინასთან შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ თემაზე, მაგალითად ხელევნებაზე ვისაუბრო. მისი აზრი ყოველთვის კომპეტენტური და გასათვალისწინებელია. არამარტო მეგობრებისთვის, მათი შვილების მესაიდუმლეც არის. არავინ ავალდებულებს, მაგრამ მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. რაღაცნაირი ამაგიანი და სლენგს ვიხმარ, სუპერ ჯიგარი ადამიანია. მის გარშემო ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება მედიცინას, ძმისშვილსა და დიშვილებს მიუძღვნა. ალბათ გულის სიღრმეში გულიც სტკივა, რომ საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები და უთქვამს კიდეც, რომ თქვენით ვარსებობო. მას ჰყავს უამრავი მეგობარი. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სკოლით და ინსტიტუტით დამთავრებული. ის ყველას იმედია. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. მან გამზარდა. ხუმრობით ვიძახი ხოლმე, რომ ორი დედა მყავს, აქედან ერთი მამაა-თქო. მარინა ჩემთვის მამაჩემის შემცვლელია…

მისი ჰობი და გართობა შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ინფორმაციის მოძიება და საკუთარი თავის განვითარებაა. ამ რეჟიმშიც კი, როცა 24 საათში სულ 3 საათი სძინავს, ჩვენ ვურეკავთ და ვეკითხებით, ჭამე? გამოიძინე? უცებ გვემშვიდობება.

მისით ყოველთვის განსაკუთრებით ვამაყობდი და ახლაც ასეა. ვეუბნები, რომ არაამქვეყნიური ქალი ხართ-მეთქი. მართლა მაოცებს მისი შესაძლებლობები, თუნდაც გამძლეობით, ენერგიით და სიმამაცით. მისი სიმკაცრე და პრინციპულობა იმიჯი არ არის. სწორედ მისი ამ თვისებით უმკლავდება ამ ყველაფერს.“ – ამბობს მარიამი.

,,პრაიმთაიმი”

თეგები: კორონავირუსიმარინა ეზუგბაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved