• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, კვირა, 24 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხინვალის იზოლატორში, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული 7 პირი იმყოფება – DRI

ალია ავტორი - ალია
14:35 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის აგვისტოდან დღემდე დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს ათი ადამიანი, აქედან სამი გათავისუფლდა.

“თავის მხრივ, დე ფაქტო რეჟიმის კგბ-ს პრეს–სამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ცხინვალის ინფორმაციით, სულ დააკავეს 35 პირი, დაკავებულებს შორის 31 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია და ოთხი დე ფაქტო სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. შედეგად, 24 პირი დაჯარიმდა, შვიდი ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა, ერთ პირზე კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

ცხინვალში ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან აქტიური ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, გახშირდა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო საჯარო პოზიცია. ფაქტები ცხადყოფს, ხელისუფლება ვერ ახერხებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჯეროვან დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საოკუპაციო ძალებმა 5 ოქტომბერს სამი და 10 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ხუთი პირის ვინაობა არ გასაჯაროებულა, უცნობია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. 12 დეკემბერს, საოკუპაციო ძალებმა სოფელი ნიქოზიდან, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ნაცემია. საგულისხმოა, რომ 1 დეკემბერს დაკავებულმა მამუკა ჯანელიძემ, რომელიც 4 დეკემბერს გაათავისუფლეს, ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან ფიზიკური ძალადობაზე მიუთითა.

2021 წლის 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება გელა გოჭოშვილი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია საზღვრის კვეთის ბრალდებით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, გოჭოშვილის ოჯახი კასპის რაიონში ცხოვრობს და ახალგორშიც ჰყავს ოჯახის წევრები. თბილისისთვის მისი დაკავება გვიან, სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოჭოშვილს საზღვრის კვეთის გარდა სხვა სისხლის სამართლის დანაშაულსაც ედავებიან. ინფორმაცია მისი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე უცნობია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაკავებების რაოდენობაზე, საფუძველზე და მათ მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობა და პასიურობა საერთაშორისო დონეზე, შეიცავს რისკებს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია”, – ნათქვამია DRI–ს განცხადებაში.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მოუწოდებს:

  • საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.
  • საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გელა გოჭოშვილის, მამუკა ჩხიკვაძის და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. აუცილებელია, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მხრიდან სიტუაციის გაუარესების ტენდენციაზე ხაზგასმა და საერთაშორისო საზოგადოებასთან პროაქტიული მუშაობა, ზემოაღნიშნული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved