• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს გმირებად, ხოლო ოსებს მკვლელებად თვლის, საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულად გაგებაა

ალია ავტორი - ალია
14:29 09-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას, – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში, მმართველი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას არავინ აპირებს. ამის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართულ-ოსური ურთიერთობების თემა, ასე თუ ისე, შიდაპოლიტიკურ წინასაარჩევნო ბრძოლაში იქნება გამოყენებული“ და ე.წ. უწყება თბილისს მოუწოდებს, რომ „რეალური ნაბიჯი გადადგას, რომელიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ და ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს ხელი მოაწეროს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის განვითარების პოლიტიკური ვექტორი „ისტორიულად გაცნობიერებული არჩევანია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირული და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით არის განპირობებული, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია და რომლის ტერიტორიაზე გაყოფილი ოსი ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს“.

,,ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved