თემქაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა.
გარდაცვლილთა ცხედრები მეზობლებმა ნახეს, ისინი აცხადებენ, გარდაცვლილებები ცოლ-ქმარი არიან.
როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩატარებული იყო გეგმური გამაფრთხილებელი შემოწმება 2019 წლის სექტემბერში და მაშინ აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა კუსტარული დანადგარი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები