• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცხადად ვთქვით, რომ მათ (სანქციების) დაწესებას არ დავაყოვნებთ“ – მეთიუ მილერი

ალია ავტორი - ალია
23:03 06-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს საქართველოსთან დაკავშირებყლ შეკითხვებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ უპასუხა.

“ჩვენ ძლიერ შეშფოთებული ვიყავით სწორედ იმაზე, რაც ახსენეთ, რომ ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და შეზღუდოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს ქცევები აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობას ფუნდამენტურად უცვლის სახეს. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და ვმსჯელობთ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხო ნაბიჯებზე.” – თქვა მილერმა.

რაუფოღლუმ მილერს ჰკითხა მოსაზრება თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ის სანქციებს არ მოელის. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ გასულ დღეებში ახალი სანქციების პოლიტიკა უკვე გამოაცხადეთ, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ დაუსახელებიათ.

“ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. აქ შევჩერდები. თუმცა ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ.” – თქვა მილერმა.

მილერმა კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღმოსავლეთ ევროპაში გამართული ვიზიტების დროს საქართველოზე აღნიშნა, რომ ბლინკენმა აქამდე გამოაქვეყნა სრული განცხადება, რომელიც თბილისთან ურთიერთობის გადახედვას ეხებოდა. მილერმა ხაზი გაუსვა, რომ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომელიც ემუქრება მათ, ვინც მხარი დაუჭირა რუსული კანონის დაწინაურებას, აბსოლუტურად მოსალოდნელია.

“სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს. აქ შევჩერდები.” – დაამატა მილერმა.

„tabula“

თეგები: მეთიუ მილერისახდეპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved