• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ალია ავტორი - ალია
11:38 12-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში, მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სოჭის სახეობის ხის ტოტები უკანონოდ მოიპოვა; ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქე 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერც ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტი წარმოადგინა.

დეპარტამენტის აჭარისა და გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ასევე, პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები – მაგალითად, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები.

წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა მოქმედებს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეები მხოლოდ კანონის ფარგლებში – სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვისხეები მოიპოვონ. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved