საქარველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკას 58-მა პაციენტმა მიმართა.
“კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია, 175 საწოლზე 165 პაციენტი უკვე წევს. აქედან 21 პაციენტი რეანიმაციაშია, ხოლო 3 კრიტიკულად მძიმეა. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად “მსუბუქი” დაავადება არის ომიკრონი.
მომართვიანობა არის გაზრდილი, რადგან პედიატრიულ კონტიგენში ყველაზე რთულია დავიცვათ იზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვერ ხდება იმუნიზაცია, გარდა ამისა, სამწუხაროდ, დაბალია იმუნიზაცია იმ სოციუმში, რომელსაც ურთიერთობა აქვს პედიატრიულ მოსახლეობასთან,”- აცხადებს დავით რეხვიაშვილი.














კომენტარები