• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცისფერი მთებია”! ბიუროკრატიის ლაბირინთებში ვიხლართებით – “ლელო” ეკონომიკის სამინისთროს აკრიტიკებს

ალია ავტორი - ალია
14:10 03-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

“ლელო” ეკონომიკის სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ დუშეთის რაიონის მაღალმთიანი 18 სოფელი ბუნებრივ აირს ვერ იღებს. 

„მთავრობა უკვე მერამდენე თვეა ვერ ახერხებს აქტის მიღებას, რომლის საფუძველზეც დუშეთის რაიონის მაღალმთიანი 18 სოფელი: ყოფილი ჟინვალი, საკრამული, ჩინთი, მლაშე, ხარხეთი, სალაჯური, ჩუბინიანთკარი, პავლეური, მანასეური, გოგნაური, გრიგოლიანთკარი, ჩირდილელიანთკარი, სოფელი ცივწყარო, ჯუღისი, ვაშლობი, დოლასქედი, ზემო არანისი, ყვავილი ბოლოს და ბოლოს მიიღებენ ბუნებრივ აირს. გაზსადენი სოფლებში გაყვანილია, გაზის მრიცხველები სახლებთან დამონტაჟებულია, ფაქტობრივად ყველაფერი მზად არის, საჭიროა მხოლოდ გაზსადენების გადაცემა ლიცენზიანტი კომპანიისთვის, მაგრამ მოსახლეობა ზამთარს კვლავ სიცივეში, გაუსაძლის პირობებში, ბუნებრივი აირის გარეშე ატარებს.

ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი და წარმოუდგენელი ბიუროკრატია, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში მძვინვარებს.

ორი თვეა ვცდილობთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩინოვნიკებს გავაგებინოთ, რომ ზამთარში ადამიანებს სცივათ, ვცდილობთ ავუხსნათ, რომ საჭიროა ბევრად სწრაფი და ოპერატიული მოქმედება, რომ დუშელების „დალოდების დრო“ უსასრულო ვერ იქნება, მაგრამ ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმის პერსონაჟებამდე ეს ინფორმაცია არ, ან ვერ დადის! „ცისფერი მთებია” პრაქტიკულად. ბიუროკრატიის ლაბირინთებში ვიხლართებით”, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.

როგორც “ლელოს” ერთ–ერთი ლიდერი აცხადებს, პარტიამ დაიწყო მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე მუშაობა, თუმცა ბიუროკრატიის გამო საქმე ბოლომდე არ კეთდება.

„მიმდინარე წლის იანვარში დუშეთის რაიონის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასთან პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეხვედრის დროს გამოიკვეთა გაზმომარაგების პრობლემა. ამ სოფლებს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმის თანახმად, 2021 წელს უკვე უნდა ჰქონოდათ გაზის გამოყენების საშუალება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, წლევანდელი ზამთარიც და გაზაფხულის ერთი უხვთოვლიანი და ცივი თვე სოფლების მოსახლეობამ კვლავ უგაზოდ გაატარა. რატომ? ობიექტური პასუხი მთავრობისგან არ არსებობს“, – აღნიშნავს თაზო დათუნაშვილმა.

როგორც „ლელოში“ ამბობენ, პრობლემის თაობაზე სადეპუტატო მანდატის გამოყენებით, ორჯერ მიმართეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს. პარტიის ინფორმაციით, ერთხელ ყოფილ მინისტრ თურნავასგან მიიღო „ზოგადი, არაფრისმთქმელი პასუხი, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ“.

„მეორედ მივმართეთ ლევან დავითაშვილის, თურნავას შემცვლელს, თუმცა მისი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისგანაც პრაქტიკულად ვერ მივიღეთ ვერანაირი კონკრეტული პასუხი. ბატონი რომეო გვიხსნის, რომ საჭიროა შემაჯამებელი აქტის/ მთავრობის განკარგულების გამოცემა, თუმცა როდის გამოიცემა ეს აქტი, რაც გინდა უცნაური იყოს, არ იცის.

„რეალურად „ცისფერი მთებია“! ეს, რაც დუშეთის მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირებით ხდება, ჩინოვნიკების მხრიდან დანაშაულებრივი გულგრილობის ქრესტომათიული მაგალითია. სამინისტროებში შემთხვევით მოხვედრილ და სკამებს ჩაბღაუჭებულ ჩინოვნიკებს მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებთ. ახლა სამინისტროში გაგზავნილ მესამე წერილზე პასუხს ველოდებით. 10 დღე, როგორც კანონი ითვალისწინებს, დაველოდებით და პრობლემის მოგვარების ოფიციალური გზების ამოწურვის შემდეგ, რადიკალურ ზომებს მივმართავთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved