• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, და არა განგაშის სისტემის, შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება – თეა გოდოლაძე

ალია ავტორი - ალია
14:28 08-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

შეიძლებოდა თუ არა მასშტაბური ტრაგედიის თავიდან არიდება –  ამ მთავარ კითხვას პასუხს სცემენ დამოუკიდებელი გეოლოგები, რომლებმაც ცოტახნის წინ საზოგადოებას ვრცელი კვლევა წარუდგინეს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის – მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე განგაშის სისტემები იქნებოდა დამონტაჟებული   და შესაბამისი უწყებები შოვში მყოფ პირებს წინასწარ გააფრთხილებდნენ.

ამ მოკვლევისას  მეცნიერებმა 2016 წლიდან დღემდე როგორც სეისმური, ასევე სატელიტური ჩანაწერები შეისწავლეს, სადაც მკაფიოდ ჩანდა, თუ როგორ ვითარდებოდა ადგილზე მეწყერსაშიში პროცესები.

“კვლევა ერთი წელია მიმდინარეობს, მონაცემებმა გვაჩვენა რომ 2015 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურ მონაცემს რომ შევხედოთ სტიქიის კერაში, 2023 წელი იყო გამორჩეული, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჩამოშლები, ამ წელს იყო განსაკუთრებით დიდი. ამის გარდა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონი კუბის ჩამოშლა დაწყებულია სტიქიის აქტიური ფაზამდე 2 საათით ადრე და 3 საათზე ამ პროცესს დაემატა წყალი, რომელმაც სამწუხაროდ უზრუნველყო ამ ყველაფრის შოვამდე ჩამოტანა.” – აღნიშნა  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ხაზს უსვამს იმას, რომ წინასწარი შეტყობინების არსებობის შემთხვევაში, და არა განგაშის სისტემის, შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება.

“ძირითადი აქცენტები გვქონდა რა თქმა უნდა სატელიტური და სეისმური მონაცემების ანალიზზე და მოხდა ამ მონაცემების შეჯერება. დასკვნამ გაგვიმყარა აზრი რომ წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, და არა განგაშის სისტემის, აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. მაგრამ იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობს. იმხელა მასაა ხეობაში ჩამოტანილი, კლდის ნამსხვრევებიდან დაწყებული – ლოდები არის 200-250 ტონა, რომ აღგავა შოვის ტერიტორია,” – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მთავარი არხი

თეგები: თეა გოდოლაძეშოვის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved