ბოლო მონაცემებით, აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებს 100-ადგილიან სენატში 49 ადგილი აქვთ, დემოკრატებს – 48. ამის შესახებ CNN წერს.
ჯორჯიის შტატში სენატორის არჩევნების შედეგებს სავარაუდოდ, მეორე ტური გადაწყვეტს. ერთმანეთს დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი და რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაუპირისპირდებიან.
დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 50 მანდატი სჭირდებათ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისის ხმა პარტიის უმრავლესობას უზრუნველყოფს. რესპუბლიკელებს კი სენატში უმრავლესობისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებათ.
აქამდე არსებული შემადგენლობით, კონგრესში ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ.
შუალედურ არჩევნებზე სენატში კენჭს უყრიდნენ 35 მანდატს.
კომენტარები