• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” წინასაახალწლოდ ბიძინამ და წულუკიანმა უძვირფასესი საჩუქარი გაგვიკეთეს…” – ოქრუაშვილის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
10:45 01-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან – ამ შინაარსის პოსტი ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელდება, რომელშიც მისი ციხეში ყოფნის დეტალებია აღწერილი.

„13:30 საათზე ციხეში სადილის დროა.
თუ მარხვას ინახავ, ცალკე სამარხვო საჭმელს გიმზადებენ. შობის მარხვაში, როგორც იცით, 25 დეკემბრამდე თევზის ჭამა შეიძლება ოთხშაბათის და პარასკევის გარდა.
ციხეში თევზი მაინცადამაინც ოთხშაბათს არის.
როდესაც ვუთხარი, თევზი ერთი დღით გადაწიეთ, სამშაბათს ან ხუთშაბათს- მეთქი, მიპასუხეს:- მაგას დეპარტამენტის უფროსი არეგულირებს ბრძანებით-ო და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანას იდიოტები მართავენ.

საერთოდ, ციხეში კვებას რაც შეეხება, არ დაუჯეროთ არც ერთ დიეტოლოგს, წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური. 2 კვირაში ამ დიეტით 15კგ-ს დაკლება გარანტირებული გაქვთ, ოღონდ ბოლოს წიწიბურას, ლობიოს, ან კარტოფილის ფორმას მიიღებთ. დიეტას შედეგი აქვს ერთი პირობით-დანიშნულება ივანიშვილმა უნდა გამოგიწეროთ, ანუ, გლდანში ან მატროსოვზე უნდა მოხვდეთ, სხვაგან ასეთი შედეგი არ ექნება.

ახლა, ცოტა სერიოზულად.
საკჯარისკაცისთვის აუცილებელი დღიური კალორია 5 ათასი-6 ათასია. პატიმრის კალორია საფრანგეთის და გერმანიის ციხეებში, საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, 3500-ზე ნაკლები არაა. მატროსოვზე კვების კალორია დღეში 1800-ზე მეტი არ იქნება.
ცნობისათვის, ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში ტუსაღებს 800 კალორიაზე მეტს არ აძლევდნენ.
კვირაში 150 გრ, ხორცი, 50 გრ, თევზი და დანარჩენი ბურღულეული- ეს არის მატროსოვზე პატიმრის რაციონი. დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

14: 30 საათი გახდა.
გარეთ გასეირნების დრო მაქვს.
სიცივის გამო გარეთ გასვლა მეზარება, მაგრამ იქნებ გუშაგს გამოველაპარაკო ( ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან).
აქაც ჩანს, რომ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ. ან, ქართველს ჯარში წასვლა არ სურს, ან გამწვევი კომისიები ისევ ფულს აკეთებენ და გეგმას ეთნიკური უმცირესობით ასრულებენ.

15: 30 საათზე საკანში შემოვბრუნდი და კითხვა გავაგრძელე.
ციხის ბიბლიოთეკაში უცხო ენაზეც აქვთ წიგნები, მაგრამ ერთი წიგნი დიდი თავსამტვრევი გახდა ჩემთვის.
ვინ შეიძინა, ვისთვის შეიძინა, ანუ ვინ უნდა მოხვდეს ამ ციხეში ისეთი პატიმარი, რომელიც ფრანგულ ენაზე წაიკითხავს ცნობილი ფრანგი მწერლის წიგნს „ლა შარიტე“-ს
პრინციპში კი გვყავს ერთი ასეთი მატროსოვზე მოხვედრის კანდიდატი, თან საფრანგეთის მოქალაქეცაა, მაგრამ არაა. მაგას მარტო თავისი ეკა უკითხავს და ცოლთან ერთად ხომ არ ჩავსვამთ.

5 საათზე ბონდო ვათიაშვილმა შემომიარა და ერთი-ორი პოსტის ტექსტი ჩავაწერინე.
მალევე საკანში დავბრუნდი.უაზრო ფიქრებმა წამიღო.

ამას წინათ ტვ პირველზე სიუჟეტს ვუყურე.
ახალგაზრდებს მოძრაობა 20-30 შეუქმნიათ და ფეისბუქის მიერ ივანიშვილის ტროლების გაუქმების შემდეგ , ბიძინას სოცქსელებშიმხარდაწერას სთავაზობენ, თუ ფონდი ქართუ დააფინანსებს. ისიც დააყოლეს, რომ 100 წლის შემდეგ ბიძინა მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოსო. ვფიქრობ, როგორ გავწევრიანდე ამ ორგანიზაციაში და დაფინანსების გარეშე ჩემი წვლილი შევიტანო.

მთაწმინდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიახვის ან დურუჯის რიყეზე მარტომ ნიჩბის გარეშე მისი საფლავი გავთხარო. მე მეტი არ შემიძლია.

ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურე.
წინასაახალწლოდ ბიძინამ და წულუკიანმა უძვირფასესი საჩუქარი გაგვიკეთეს- სატელევიზიო პაკეტში 2 ახალი რუსული არხი ჩაგვირთეს: TV 3 და TV RUS.
პირველი მკითხავების არხია და დამწყები მკითხავებისათვის ჯადოს მოხსნის კურსი ისწავლება, ხოლო მეორე არხზე ექსტრასენსები სულის გასუფთავების კურსს ატარებენ დღისით, საღამოობით კი რუსული ინტერნეტ მაღაზიაა და ,, ტუშონკებს’’ და ვიბრატორებს ყიდიან.

ასე უაზროდ ჩიარა კიდევ ერთმა დაკარგულმა დღემ.

ციხეში გატარებული ყოველი დღე დაკარგულია ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,, არ იცი’’ რატომ ზიხარ. არ იცი -პირობითად, თორემ რეალურად რა თქმა უნდა ვიცი. თუ ქვეყანაში ხელისუფალი რაიმე ცუდს ჩაიდენს, ხოლო შენ პირში წყალს არ ჩაიგუბებ და მხოლოდ სამზარეულოში მოთქმით არ შემოიფარგლები, როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, აუცილებლად მოგიწევს ჩაჯდომა, რადგან, მიუხედავად 21-ე საუკუნისა, ჩვენთან ასეთი საქციელი დასჯადია.

ჩვენი საზოგადოება 5 ნაწილად იყოფა. ( 2008 წლის ომის მაგალითზე) .
1. იმათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის
2. იმათ, ვინც ქვეყნის დასაცავად რუსთაველზე მაშინ გამოდის, როცა ომი დამთავრებულია
3. იმათ, ვინც წითელი ხიდისკენ გარბის
4. იმათ, ვისაც უხარია რუსები, რომ შემოდიან
5. იმათ, ვისაც ყველაფერი და დანარჩენი 4 კატეგორია ფეხენზე ჰკიდია.

პირველ კატეგორიაში ყოფნა ყოველთვის დასჯადია, ამიტომ არც მიკვირს და არც ვნანობ ციხეში, რომ ვარ.

მირჩევნია ყოველთვის წინა ხაზზე ვიყო, ვიდრე სხვა გაუგებარ კატეგორიებში.
საქართველოში, იმ ადამიანების ათეულში ნამდვილად შევალ, ვისი ცხოვრებაც საინტერესოდ წარიმართა, მითუმეტეს , ყველაფერი წინ არის.

ციხეს და არა მარტო ციხეს ერთი ცუდი კანონი აქვს _ მომავლის გამო აწმყო არ უნდა დააჩქარო“, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved