• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წინა რეჟიმს ცივილიზებულობის ნიღაბი მაინც ეკეთა და ამას ფასადურად მაინც ინარჩუნებდა… ამათ ნიღაბი მთლიანად ჩამოიხსნეს“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:37 10-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,041

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, „ქართულმა ოცნებამ“ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცა. ერთ–ერთი ცვლილებით, საპროტესტო აქციების დროს კარვების გაშლა იკრძალება და  ეს ქმედება სოლიდურად დაჯარიმდება. შეგახსენებთ, 2009 წელს,  თბილისში,  მაისიდან სექტემბრამდე, მთელ რუსთაველზე იდგა რკინის გარვები და თბილისს „კარვების ქალაქსაც“ ეძახდნენ. იმას რატომ აკეთენენ, რისი გაკეთებაც სააკაშვილისა და „ნაცების“ რეჟიმსაც კი არ მოსვლია აზრად?

– ჩემი აზრი და დამოკიდებულება იცით წინა რეჟიმის მიმართ, ძალიან სასტიკად იქცეოდნენ და მათ ძალიან ბევრ ქმედებას არანაირი გამართლება არ გააჩნია. იმ რეჟიმს ცივილიზებულობის ნიღაბი მაინც ეკეთა და ამას ფასადურად მაინც ინარჩუნებდა. ამათ ნიღაბი მთლიანად ჩამოიხსნეს და ღიად  გვეუბნებიან, რომ რეჟიმი უნდა შევქმნათ ქვეყანაში და ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა განვამტკიცოთო. ასე იქცევიან  მხდალი ადამიანები, რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სისუსტის გამოვლინება და არა ძალისა, როგორც ზოგს ჰგონია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ იმდენად სუსტები ვართ და იმდენად გვეშინია, რომ მზად ვართ, ასეთი პარანოიდული ნაბიჯები გადავდგათ. სრული პარანოიაა! სხვა რა უნდა დავარქვა, როდესაც კარვის გაშლის ეშინიათ და ამას იმით ხსნიან, რომ  ვიღაც იქ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიტანს? ეს მაგონებს 2014 წლის იანუკოვიჩს. მაშინაც, რუსული და უკრაინული სახელისუფლებო მედია ამგვარ ამბებს გადასცემდა, კარვებში რომ იყო გაშლილი კიევში, აი, კარვებში იარაღი შეაქვთ, ასაფეთქებელი მასალა შეაქვთ, ესენი ერთი–ერთში აკეთებენ ყველაფერს. განსხვავება ის არის, რომ იანუკოვიჩმა ეს ისტერიკა მაშინ დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ უკვე გამოსული იყო ზღვა ხალხი, პროცესი უკვე დაწყებული იყო. აქ ჯერ არანაირი წინააღმდეგობის ფაჩუნი არ ისმის, ხელისუფლების მედიით კრიტიკის გარდა და ესენი უკვე ისტერკაში არიან. უფრო მეტად არიან შეშინებულები, ვიდრე იანუკოვიჩი თავის დროზე.

– ქართული „ანტიმაიდანიც“ იმიტომ შექმნეს, რომ ვითომ აქ „მაიდანი“  იგეგმება და მის ორგანიზატორებს დაასწრეს, არა?

– ასეა, ეს არის სქემა  კრემლში თუ რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული და ისტორია მეორდება, როდესაც მეორდება ალგორითმი, ის სადღაც არის დაწერილი. იმათაც ხომ დიდი ფანტაზია არ აქვთ და ერთსა და იმავეს იმეორებენ.

–  ამ პოლიტიკური თამაშის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს ის, რაც კიევში მოხდა, პრორუსული ხელისუფლების გაშვება და პროდასავლული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში…

– თუ ამ არჩევანს აკეთებს ხელისუფალი, მაშინ დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, იგივე ბედი ელოდება.

– ხელისუფლება გვეუბნება, რომ მშვიდობიანი გზით ჩვენთან ბრძოლას აზრი არ აქვს–არჩევნებს ჩავატარებთ, გავაყალბებთ და შეგრჩება, ხალხი გარეთ გამოვა აქტიური პროტესტით და დავარბევთ, კარვებს გაშლით და მშვიდობიანი პროტესტი იქნება და დაგიჭერთ, იმ კარვებში კი ასაფეთქებელ ნივთიერებებს აღმოგიჩენთ…. ყველა გზა არეულობისკენ მიჰყავთ.

– ყველა მათი გამონათქვამი და ქმედება არის ძალის დემონტრირება. სინამდვილეში მხოლოდ სისუსტეს ასხივებენ ამით. ძლიერს არ ეშინია, რადგან იცის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებული იქნება. ამათ კი ისე ეშინიათ, რომ წინასწარ ისტერიკაში არიან, ჯერ პატარა მიტინგიც არ ყოფილა და შიშისგან ათას სისულელეს აკეთებენ, იჭერენ და მერე უშვებენ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ეჭვმიტანილ სერბ ტრენერებს, ამკაცრებენ კანონებს და ადამიანებს უზღუდავენ შეკრების თავისუფლებას, დღე და ღამ ლაპარაკობენ გადატრიალებაზე და ათას სისულელეზე. ხალხი გარეთ რომ გამოვიდეს, წარმოიდგინეთ, მერე რას გააკეთებენ.

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, ხალხის ნეგატიური განწყობა მის მიმართ და ისიც კარგად იციან, თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს,  დიდძალი  ხალხი გამოვა ქუჩაში. ეს შარშანაც გამოჩნდა, როდესაც ზაფხულში ხალხი გამოვიდა იმავე ევროსტატუსთან დაკავშირებით?

– ეს ყველაფერი იციან, ხვდებიან და იმიტომ არიან შეშენებულები. კედელთან მოყენებულებად გრძნონენ თავს და ასეთ ადამიანებზე საშიში არავინ არის. ვაჟკაცი ადამიანი არასდროს იძალადებს და მხდალი ყველაფერზე ხელის მომწერია.

– თუმცა, ამ მხდალ ადამიანებს ემორჩილება ჯარი, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები, სპეცრაზმები  და ეს სტრუქტურები მათ ხელში, ძალიან საშიშია.

– ეს მორჩილებაც ძალიან პირობითი და დროებითია და ეს კარგად ვიცით. ასე ემორჩილებოდნენ შევარდნაძეს, სააკაშვილსაც, მაგრამ როგორ დაასრულეს თავიანთი მმართველობა, კი იცით. როდესაც  დიდ საძირკველზე ერთიან მონოლითს აშენებ, როგორც არ უნდა მყარად ააშენო, ერთი ბზარი თუ გაუჩნდა, უცებ იშლება. ამათ მონოლითს ბზარი უკვე გაუჩნდა და თან, დიდი ხანია. უკვე ჩამოშლის პირას არის და ეს დროის საქმეა. იმ ძალოვან სტრუქტურებში, რაც ჩამოთვალეთ, ადამიანები მუშაობენ, მათ ჰყავთ ახალგაზრდა შვილები, ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ნათესავები, მეგობრები, ყველაფრის შესახებ აქვთ ინფორმაცი, 21–ე საუკუნეა, ინტერნეტის ეპოქაა. კი, რაღაც ეტაპამდე მიჰყვებიან ხელისუფლებას, მაგრამ როცა კოროზია მოედება, ისინი ამას იგრძნონენ და არ ჩაჰყვებიან ხელისუფლებას საფლავში, არ შეასრულებენ ისეთ უკანონო დავალებებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ ან იმ სისტემიდან სამუდამოდ დაითხოვონ. სააკაშვილი 2011 წელს საკმაოდ ძლიერად გამოიყურებოდა, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ წელში ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა, მაგრამ ჩამოიშალა ის რეჟიმი, გაუჩნდა ბზარები, მერე კოროზია და დაასრულა არსებობა.

– თქვენ ბრძანეთ, შეშინებულები არიანო და ეტყობათ კიდეც. რაც  სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობაზე დაიწყეს ლაპარაკი, მდინარაძე, კობახიძე , პაპუაშვილი და სხვა სახელისუფლებო სპიკერები ომახიანად ვეღარ ლაპარაკობენ ამ და სხვა საკითხებზე, აშკარად დაუწიეს ტონს, თქვენ რას იტყვით?

– გვინახავს ავტორიტარი, აგრესიული მმართველები, საქართველოს ისტორია სავსეა  ყველა ტიპის მმართველებით, მაგრამ მათ რაღაც ჰქონდათ პროპაგანდის გარდა, ესენი მთლიანად პროპაგანდაზე დგანან, ხელშესახები არაფერი გაუკეთებიათ, რომ თავი მოიწონონ. გამუდმებით ედრებიან „ნაცმოძრაობას“ და ესეც პროპაგანდის ნაწილია. იმათ ბევრი დააშავეს, ეს გასაგებია, მაგრამ შენ რა გააკეთე, რომ ხალხი გამოგყვეს? რომ არ დააშავე, იმიტომ უნდა გამოგყვეს ხალხი? ასე არ გამოვა და მერე, საგარეო პოლიტიკისა და კორუფციის საკითხებში, იმათზე მეტი დააშავეს.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved