• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინა ხელისუფლების პოლიტიკოსები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღვრიონ გონება – წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
12:33 03-31-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, დღეს ღელავენ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღვრიონ გონება და აფიქრებინონ, რომ ეს კომისია თითქოს არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანებში გამოიწვია. ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს.

პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს. წინა სხდომებიდან გამომდინარე ირკვევა, დადასტურებულადაც შეიძლება, ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონებს – დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და პოლიტიკური თანამდებობის სხვა პირებს, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს. მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. უფრო მეტიც, გენერალმა ყურაშვილმა, ჩემს კითხვაზე მიპასუხა, საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებასო. კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წამრომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა მშვიდად. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმავოთ. მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება, თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები იმ საომარი მოქმედებების არეალში.

ჩვენ მათ ვეკითხებით, რატომ აქციე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა, რატომ აქციე ჯარი და ჯარისკაცები, ოფიცრები საზარბაზნე ხორცად, ამას ვეკითხებით მაშინდელ პოლიტიკოსებს. ასევე ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე. რატომ ჩავარდა ის ტყვედ? ეს იყო გარდაუვალი, თუ შეიძლებოდა, ამის თავიდან აცილება. გმირი რომ ჩავარდა ტყვედ, შემდეგ, პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, მან გმირობა აჩვენა. არა მხოლოდ მან აჩვენა გმირობა, რატომ არ ახსენებენ ისინი, ვინც გუშინ და გუშინ წინ განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო, უშანგი სოფრომაძეს. იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, უშანგი სოფრომაძეც იყო, კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს. ეს არის შეკითხვები – შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სათამაშოდ აქცია.

„ჩვენი მიზანია, ყველამ გაიგოს, ვინც არ უნდა მოხვიდეთ ახალგაზრდებო მომავალში პოლიტიკაში, უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც, სხვათა შორის, ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდნენ, საკუთარ სათამაშოდ აქცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულების კვლევას გავაგრძელებთ. ბუნებრივია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, დღეს ზოგიერთი ციხეშია, ზოგი ქუჩაშია და ზოგიც გაქცეულია, რა თქმა უნდა, ღელავენ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღვრიონ გონება და აფიქრებინონ, რომ ეს კომისია თითქოს არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაარჩინა ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო და არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამიტომ, აქეთ ამ თემაზე ჩვენ არავითარ შენიშვნას არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ. ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში, თუ საპატიმროში, თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, ელენე ხოშტარიამ რაც არ უნდა იკივლოს ქუჩაში. მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როცა ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

17:41 08-25-2025
პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
ახალი ამბები

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

15:36 08-25-2025
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved