• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის – თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

ალია ავტორი - ალია
16:27 04-27-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
386

სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი შეემატა. თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თაროები საბავშვო ლიტერატურითა და ენციკლოპედიური გამოცემებით შეივსო. საგანმანათლებლო დაწესებულებას სულ 135 აღსაზრდელი ჰყავს. მოსწავლეები გზავნილს თავად დახვდნენ. საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე დასახლებაში მშვიდობისა და მზრუნველობის ფასი ყველაზე კარგად იციან.

აქტივობა „ბიბლუსის“ კამპანიის ფარგლებში „წიგნი მშვიდობისათვის“ განხორციელდა. თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული: ,,თეგეტასთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წიგნები მშვიდობისათვის“ ის პროექტია, რომლის კონცეფციაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებს ემთხვევა. გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აძვის სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. ვფიქრობთ, ახალი წიგნებით დავეხმარებით მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს“.

კამპანიის „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში, „ბიბლუსმა“ თეგეტა ჰოლდინგთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე  ხუთი სოფლის საჯარო სკოლისთვის ბიბლიოთეკები მოაწყო. წიგნები სოფლების კირბალის, აძვის, ქვეშის, დიცისა და ნიქოზის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა.

 

 „ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, დეკო კურკუმული:

,,ბიბლუსისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული ეს პირველი აქტივობა არ არის. ვცდილობთ, დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ ბიბლიოთეკები და ბავშვები ახალი წიგნებით გავახაროთ. წელს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლიდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგვეგეგმა კამპანია ,,წიგნი მშვიდობისათვის“ – ომისა და აგრესიისთვის წიგნიერება და განათლება დაგვეპირისპირებინა“.

ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ, სულ, 8 სოფელში განახლდა და მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯამში, 1000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved