პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოცქსელში წერს:
„3 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ჩემი ძმის საქმეზე. ყველას გესმით ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა ჩვენი ოჯახისთვის. ჩემი ძმის თხოვნით, გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე თავს ვიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. ანალოგიურად გთხოვთ ყველას.გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, სამართლებრივ საკითხებზე მხოლოდ David Jandieri გააკეთებს კომენატარებს, რომელიც იყო ჩემი ძმის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. მე ბუნებრივია ასევე ხელმისაწვდომი ვიქნები მედიისთვის და გავაკეთებ კომენატრებს მას შემდეგ, რაც გავეცნობით გადაწყვეტილების შინაარსს.“
კომენტარები