• რეკლამა
  • კონტაქტი
04:18, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცეცხლს ვეთამაშებით, რამოდენიმე ათასი ინფიცირებული გვეყოლება და იქნება დანაკარგებიც”

ალია ავტორი - ალია
20:39 04-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

დაავადებთა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ფეისბუქლაივის მეშვეობით ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობს:

2 მილიონს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში და სამწუხაროდ არის 120 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა. თებერვალში ვსაუბრობდით რომ სიკვდილიანობა მერყეობდა 1-2 პროცენტს შორის, დღეს კი უკვე 5 პროცენტს მიუახლოვდა და დაავადება უფრო საშიში ხდება სიცოცხლისათვის.

იმ ფონზე, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდება, თითქოს ჩვენ შედარებით მშვიდად გამოვიყურებით. გუშინდელი დღე იყო, როცა ნახტომი დავაფიქსირეთ და გვქონდა 30 ახალი შემთხვევა, რაც საყურადღებოა და საგანგაშო. ერთადერთი იარაღი ვირუსთან ბრძოლის, არის სოციალური დისტანცირება და მისი ინსტრუმენტი – დარჩი სახლში. სანამ ვაქცინა და წამალი შეიქმნება, მანამდე ბრძოლის უკეთესი იარაღი არ არსებობს.

შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს, იგივე მედ პერსონალის დაინფიცირება, სასულიერო პირის დაინფიცირება, ეს იმას ნიშნავს რომ ინფექცია ტრიალებს უკვე ქვეყანაში.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მეტია ინფიცირებული 3-ჯერ და ოთხჯერ, არა ბატონებო – შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც სიმპტომი არ გამოუვლინდა, მაგრამ ვერ იქნებდა ასეულობით შემთხვევა, რადგან დროულად გატარდა ქვეყანაში შეზღუდვები, სკოლების და მაღაზიების დაკეტვა, ფრენების შეწყვეტა…

ცეცხლს ვეთამაშებით, ვუყურებ და ბევრი მანქანა დადის ისევ ქუჩაში, 300 ინფიცირებულს რომ გადავცდებით, შესაძლოა უფრო სწრაფად წავიდეს გავრცელება. იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს და მაისის პირველ კვირებში რამოდენიმე ათასი ინფიცირებული გვეყოლება და იქნება დანაკარგებიც. გთხოვთ, დავიცვათ ყველა წესი. დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია. არ შევიკრიბოთ სამზე მეტნი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved