• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოში 2008 წლიდან – რა გზა გაიარა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობამდე?

ალია ავტორი - ალია
14:53 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

ვინ არის ცესკოს ახალი თავმჯდომარე?

გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა.  დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.

აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

კალანდარიშვილმა ასევე დაამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.

სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

საერთაშორისო პროექტით რამდენიმე თვით იმყოფებოდა ბრიტანეთში.

2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი 2008 წელს მიიღო. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.

„არჩევნები პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, ამ პროცესს აფილაციები მოჰყვება. მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან სიმპათია თუ ანტიპათია წამოვიდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და არ უნდა შეიცავდეს დისკრედიტაციის მცდელობებს. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არც რაიმე ნათესვური კავშირი და რაიმე სიახლოვე არ გამაჩნია. მე მოლოდინი მაქვს, რომ მექნება ყველას მხარდაჭერა. მე ჩემს თავს არ შევაფასებდი უნაკლოდ, მაგრამ ამ არსებულ ვითარებაში ჩემი კანდიდატურა არის პრიორიტეტული” – განაცხადა კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენისას.

2020 წლის არჩევნების შემდეგ, გიორგი კალანდარიშვილი ამბობდა:

“სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი სახელწოდებით „გაყალბებული ოქმები“, რომლის საშუალებითაც ვრცელდება თითქოსდა გაყალბებული ოქმები

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად აზიარებს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითად, საარჩევნო უბანი №22.58.68 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის იმ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი სახელწოდებით „გაყალბებული ოქმები“. მსგავს დაფინანსებულ გვერდებზე გავრცელებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.”

ავტორი – ნათია ქენქაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე განთავსებულია მისი ბიოგრაფია.

თეგები: გიორგი კალანდარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved