• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ალია ავტორი - ალია
19:32 09-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა   გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა.

გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი  დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 27 პოლიტიკური პარტია და შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარმოდგენაა, რომლის ბოლო ვადაც 26 სექტემბერია. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები, შესაძლებლობის ფარგლებში, უადრეს ვადებში განსაზღვრა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკოს ინიციატივა პარტიებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავების შესახებ, რომელზე ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ეთიკის კოდექსის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრატორების ეთიკის სტანდარტების ამაღლების მიზნით, ცესკომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კომისიების წევრთა ეთიკის კოდექსშიც.  

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, მისი თქმით ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და არსებული გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია.

(R)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved