• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა

ალია ავტორი - ალია
17:02 11-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ცესკოში გაიმართა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი  ჯეფრი ვანესი  და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ.

26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზინფორმაციულიკამპანია, 14 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით –  ამ და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია გიორგი კალანდარიშვილმა თავად მიაწოდა.

„დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე და მოვისმინე მათი მოსაზრებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ინსტიტუცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, რასაც შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ითვალისწინებს, რაც შემდგომ დადებითად აისახება საარჩევნო პროცესებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში და არა მხოლოდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც  ჩვენ ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ,  ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მათი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესი, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირება წარმატებით განახორციელა.

შეხვედრა, 27 ნოემბერს  გაიმართა და მას ადმინისტრაციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

(R)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved