• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს სხდომაზე ხმაური იყო

ალია ავტორი - ალია
14:33 10-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება მოჰყვა კირთაძის მიერ ევროსაბჭოს დეკლარაციის წაკითხვას, სადაც აღნიშნულია, რომ “საბოლოოდ, ცესკო ახლახან, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა”.

კალანდარიშვილმა კირთაძეს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ მისი განცხადება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს არ ეხება. ცესკო-ს თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციონერ წევრს, მის მიერვე ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვას დაბრუნებოდა.

კირთაძემ ცესკო-ს წევრების მისამართით სიტყვა „მონა-მორჩილი“ გამოიყენა, რაზე საპასუხოდაც კალანდარიშვილმა უთხრა: „მონა-მორჩილები მოიკითხეთ სხვაგან“.

“ყველაფერი წაკითხული გვაქვს, რაც საჭიროა. პოლიტიკურ პლატფორმაზე არ ვიმყოფებით, სადაც პოლიტიკური განცხადებები უნდა გავაკეთოთ. ეს არ უკავშირდება დღის წესრიგს. თქვენ სხდომას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებთ. კომისიის წევრი ხართ და არა პარტიული ინტერესებით, არამედ სხვა მოტივით უნდა საუბრობდეთ”, – უთხრა კალანდარიშვილმა კირთაძეს.

ამის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ კირთაძეს მიკროფონი ჩაურთო, თუმცა მიუთითა, რომ თუ მისი განცხადება დღის წესრიგით გათვალისწინებულ დადგენილებას კვლავ არ შეეხება, იძულებული იქნება, მიკროფონი გაუთიშოს.

„სამწუხაროა, რომ რაღაც ცენზურებს აწესებთ. თქვენი ქმედებები ამ შინაარს [დეკლარაციის] ემთხვევა”,- მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved