• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცესკომ 183 ათას ლარად 5 ავტომობილი იყიდა, რომელიც არ სჭირდებოდა – მიზანი ბიუჯეტის ათვისება იყო”

ალია ავტორი - ალია
16:20 01-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ცესკომ 183 ათას ლარად 5 ავტომობილი იყიდა, რომელიც არ სჭირდებოდა – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს ეხება.

სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით.

საუბარია 2017 წლის 29 დეკემბერზე, როცა ცესკომ კომისიის რამდენიმე წევრისთვის შპს „ჯითი მოტორსისაგან“ შეისყიდა 5 ერთეული ავტომობილი − Ford Focus, სახელშეკრულებო ღირებულებით − 182,995 ლარი.

შესყიდვის აუცილებლობა დასაბუთებული იყო შემდეგი არგუმენტებით:

– არსებული ავტოპარკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მაღალი იყო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯები;
– იზრდებოდა საწვავის ხარჯი;
– ამოწურული იყო საგარანტიო ვადები.

“აუდიტით გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12 წევრზე 2017 წელს განპიროვნებული იყო თითოეულისათვის ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 9 წევრისათვის − Kia Cerato და Kia Optima.

წლის დასაწყისში შემსყიდველი ორგანიზაცია ფლობდა ინფორმაციას ავტომობილების წლოვანებისა და საგარანტიო ვადების ამოწურვის შესახებ, შესაბამისად, ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვების თავდაპირველი გეგმითვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება. შესყიდვების გეგმით წლის დასაწყისში სატრანსპორტო საშუალების შესყიდვისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ 22,500 ლარი, 2017 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით კი, ბიუჯეტი განისაზღვრა 628,030 ლარით.

კომისიის 9 წევრზე განპიროვნებული ავტომობილებიდან, ჩანაცვლდა Kia Cerat-ს მოდელის ავტომობილები, თუმცა, თუ შევადარებთ Kia Cerato-ს და Kia Optima-ს მოდელის ავტომობილების ყოველწლიური მომსახურების დანახარჯებს, ფაქტობრივად ჩანაცვლდა უფრო ეკონომიური ავტომობილები და არა პირიქით: აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელდა შედარებით მცირე დანახარჯების ავტომობილების ჩანაცვლება უფრო ახლით და არა ავტოპარკის განახლება ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved