• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო-ში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
13:54 11-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა.

„რომ არა 11 წევრის მხარდაჭერა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მათ შორის თქვენიც, ამ ნაწილს არ დაგიკარგავთ, დამატებით 7 უბანი არ შეიქმნებოდა. ეს არის რეალობა. რომ არა კომისიის შესაბამისი წევრების მხარდაჭერა, 67 საარჩევნო უბანი არ შეიქმნებოდა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის საპასუხოდაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ მიმართა, რატომ არ შეიქმნა 67-ზე უფრო მეტი უბანი.

ამასთან, კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, მათი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება.

„მესმის, არ მოგწონთ რასაც გეუბნებით, მაგიტომ გამოიწვია თქვენი აღელვება. მესმის ღელვის და აღშფოთება, არ მოგწონთ, როდესაც სიმართლეს გეუბნებით. ჩვენი მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, ჩვენი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. სხვაგან გადადიხართ, სადაც არგუმენტები არ გაქვთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, რომ ის „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს.

„მმართველი პარტიის მხარეს რატომ დგახართ?! რატომ იბრძვით, რომ არსებული ხელისუფლება დარჩეს ბოლომდე? ვალდებულება გაქვთ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან აგირჩიეს?- აღნიშნა ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძემ, აღნიშნულის საპასუხოდ კი კალანდარიშვილმა განმარტა:

„ვინ წარმადგინა? ჩემმა საკუთარმა თავმა წარმადგინა. რა შუაშია ჩემი არჩევა?…არჩევნების დღეს სადაც იყო შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მყისიერი რეაგირება მივიღეთ. ვხედავთ, რომ კამერები გხიბლავთ ხოლმე, ისეთი მოქმედებები შექმნა…დამშვიდდით. მგონი, საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს თქვენი მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს „ბოტები“ უწოდა. აღნიშნულის საპასუხოდ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ „გამყალბებლები“ უწოდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved