• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:01 09-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ არა ცესკოს რიგი წევრების კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა, ცესკოს ზოგიერთი წევრის პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის გამო 42 ქვეყანაში მყოფი 65 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარჩებოდა ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა, როგორც განცხადებიდან ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უკანონო, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე კანონის დაცვა.

მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არჩევნები საერთო საქმეა და ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ზრუნვა მასში ჩართული ყველა მხარის მოვალეობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved