• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
19:08 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის თემის არასწორი ინტერპრეტაციით კონკრეტული მედია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციასა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

როგორც ცნობილია, 28 ნოემბერს ყირგიზეთში პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დააკვირდა. დელეგაციაში შედიოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე (რომელიც ცესკოში „ლელო საქართველოსთვის“ მიერ დანიშნული წევრია), პოლიტიკური გაერთიანებების “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩის” მიერ დანიშნული წევრები, ასევე პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი.

ტელეკომპანია ‘მთავარის” ეთერში გასულ სიუჟეტში გამოყენებულია ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კომენტარი ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. სწორედ ეს კომენტარი გახდა მანიპულაციისა და დისკრედიტაციის საგანი. განვმარტავთ, რომ ყირგიზეთი წლებია არჩევნებში იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, რომელიც საქართველოში საპილოტე რეჟიმში განხორციელდა, მათ შორის, ხმის დათვლის კორეული ელექტრონული სხვადასხვა მოდიფიკაციის აპარატი და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ტექნოლოგიური საშუალებები. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე განიხილავს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობებს. ალბათ სადავო არ უნდა გახდეს ყველა იმ ქვეყნის გამოცდილების გაანალიზება, რომელიც არჩევნებში ელექტრონულ ტექნოლოგიებს იყენებს, იმ დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესაფასებლად, რაც ტექნოლოგიების დანერგვას შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, გიორგი კალანდარიშვილმა ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას ყურადღება სახელდობრ ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტზე გაამახვილა. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ასეთი ტიპის ვიზიტები, სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვება ორიენტირებულია სწორედ გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაცნობაზე.

სამწუხაროდ, სიუჟეტში აშკარად იკვეთება ზოგადად არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების დისკრედიტაციის მცდელობაც, რამაც, შესაძლოა სამომავლოდ ამომრჩევლებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისადმი უნდობლობას და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას შეუწყოს ხელი, რაც ასევე მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved