• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
21:36 06-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
940

პოლიტიკოსი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც ქართული ოცნების სასამართლომ ციხეში “წულუკიანის კომისიაზე” არგამოცხადების გამო გაუშვა, სოციალურ ქსელში, წერს:

წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას
ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას – ჩემს ხუთივე შვილს.
მადლობით მინდა დავიწყო ასეთები რომ ხართ – მართლები, ლაღები და თავისუფლები, უბრალოები და არაფრით გამორჩეულები, გარდა თქვენი ინდივიდუალიზმისა.
ბევრი უსამართლობის და წინააღმდეგობის, ხშირ შემთხვევაში გადაულახავის დროსაც, ერთხელაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, იცოდით რა, რომ ამის შესაძლებლობა სულ გვქონდა.
მადლობა, რომ არც თქვენ გაგჩენიათ სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრების იმიტომ, რომ ზუსტად იცით და გრძნობთ, რომ ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. იცით და ამაყობთ ამ ქვეყნის ტრადიციით და ისტორიით. იცით და გრძნობთ, რომ თუ თქვენ არა, სხვა ვერავინ უშველის ამ მართლაც უნიკალურ საქართველოს. თავისუფლები ხართ და ამიტომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული. თავისუფალმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე. თავისუფლებას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს – რაც უფრო ვიწროვდება შენს გარშემო სივრცე, უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. დღეს, ამ ოთხ კედელში გამოკეტილი, ამას განსაკუთრებული ძალით ვგრძნობ.
ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, ინოვაცია, ბიზნესი თუ ხელოვნება. მშიშარა ადამიანზე საწყალი და უბედური არ არსებობს ქვეყანაზე არავინ. მადლობა ირინას თქვენი ასეთი აღზრდისთვის! მადლობა ყველა დედას თავისუფლებისმოყვარე შვილების აღზრდისთვის!
მიყვარხართ!
ბრძოლა გრძელდება ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის. დიახ, რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.
ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლის ნაწილი ვარ, ჩემს ოჯახთან და თანამებრძოლებთან ერთად! მინდა, მოგიწოდოთ – კითხვა „გვეშველება რამე?“ უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან. პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება! ამაყად და ხმამღლა უნდა ვიძახოთ და ვიმეოროთ – ჩვენ გავიმარჯვებთ!
ერთად საქართველოსთვის!
ერთად თავისუფლებისთვის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved