• რეკლამა
  • კონტაქტი
08:43, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წერილი ეკა ხოფერიასთვის – “4 მესიჯი ხაჯიმბასგან” და პროექტი, რომელიც ყინულს გაალღვობს

ალია ავტორი - ალია
15:38 12-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.

“ეს სამინისტრო აერთიანებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას განათლებისა და კულტურის, მეცნიერების, სპორტის მიმართულებას. ამავდროულად ისტორიულ მემკვირდეობას აფხაზეთში, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვნად წამოსაწევი იქნება. დღეს არის ჩემი პირველი სამუშაო დღე”, – ამბობს ეკა ხოფერია.

სამწუხაროდ, ეს სამინისტრო უკვე წლებია აღარ აერთიანებს განათლებას, კულტურას, სპორტის მიმართულებას და არც ქართულ, თუ აფხაზურ მემკვიდრეობებს, ალბათ, არ იცის, ახალმა მინისტრმა, რომ საკითხები, რომლებიც ჩამოთვალა, დიდი ხანია დავიწყებასაა მიცემული და მასზე პასუხისმგებლობას ხან რომელ სამინისტროს მიუგდებენ და ხან რომელს, ისე რომ ბოლოს ვერ გაიგებ, პასუხი ვისგან მიიღო.

დღეს მინისტრ ეკა ხოფერიას პირველი სამუშაო დღეა, წარმატებებს ვუსურვებთ და პირადად მას, “ალიასგან” პირველი სამუშაო თემა, რომელიც ჩააგდო მთავრობამ და სამინისტროებმა, თემა, რომელიც პირდაპირ მის სამინისტროს ეხება, თემა, რომელსაც სერიოზული ძვრები შეიძლებოდა მოჰყოლოდა და მოჰყვებს.

რამდენიმე თვის წინ, “ალიაში” დაიბეჭდა ლაშა ამირეჯიბის ინტერვიუ (ავტორი: ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი), ამ ინტერვიუში ის გვიყვება, როგორი მნიშვნელოვანი პროექტი ჩააგდო საქართველოს მთავრობამ:

“ერთი ამბავი მინდა გითხრა. ჩემს ოჯახს უნდოდა აფხაზებისთვის „დათა თუთაშხია“ ეჩუქებინა, ცხადია. აფხაზურ ენაზე თარგმნილი. უკვე ნათარგმნია აფხაზურად, ცოტა დახვეწა სჭირდება. მოკლედ, აფხაზურად უნდა დაგვებეჭდა „დათა თუთაშხია“, რომ რაულ ხაჯიმბამ შემომითვალა, გალის ზონის ქართველებისთვის ქართლად დაბეჭდეთო, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთო. ეს ხომ იყო დასაფასებელი ჟესტი? ცხადია, იყო. სერიოზული გეგმა იყო. სახალხო დიპლომატია მეტი რა არის? სოხუმში უნდა ჩავსულიყავით მე, ქეთი დუმბაძე, მერაბ რატიშვილი, დათო მაღრაძე… ერთი–ორი ბიზნესმენი.. სოხუმის უნივერსიტეტში უნდა გაგვემართა შეხვედრა სტუდენტებთან. დაგვპირდნენ, რომ ამას მიგვიწყობდნენ. იქაურ ინტელიგენციასთან შეხვედრაც იყო დაგეგმილი. მერე უნდა დაგვერიგებინა წიგნები, მარტო სოხუმში არა, რაიონებშიც. იხვეწებოდა ხაჯიმბა, დააჩქარეთო. 50 000 დოლარი ჯდებოდა წიგნის ორ ენაზე ბეჭდვა და აფხაზურად ხელახლა თარგმნა. ეს თანხა არ მოგვცა ამ ხელისუფლებამ. ქეთევან ციხელაშვილს გადააბარეს მერე ეს საქმე და ციხელაშვილმა მითხრა, ფული არ მაქვს, უნდა მოვიპოვოთ, ვიშოვნოთ, გაერო–ს უნდა ვთხოვოთ… მას არ ვერჩი, მართლა არ ჰქონდა ფული. ვინც ამ მცირებიუჯეტიან სამინისტროს დაავალა დაფინანსება, ის არის დამნაშავე. ბოლოს, ოღონდ ეს საქმე არ ჩაშლილიყო, თანახმა ვიყავი, 50 000 ლარი რასაც გასწვდებოდა, იმდენი ეგზემპლარი დაგვებეჭდა და არც ეს მომცეს. 2 წლის წინანდელი ამბავია. იცი, რა დონეზე იყო ეს საქმე?

ხაჯიმბასგან გამოგზავნილი კაცი შეხვდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და უთხრა, 4 მესიჯი მაქვს ხაჯიმბასგან და ერთი „დათა თუთაშხიას“ აფხაზეთში დარიგებაა, ხაჯინბამ იკითხა, როდის იწყებთ წიგნის ბეჭდვასო? არადა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში პიარის ხარჯები გაზარდეს, არაფერს აკეთებენ და ფულს იღებს ხალხი. ზოგი სამსახურში საერთოდ არ დადის, ვიღაცის ვიღაცაა და თვეში ერთხელ სოლიდურ ხელფასს ჩუქნიან, პენსიასავით. ამხელა საქმისთვის 50 000 ლარი ვერ გამონახეს. ამას გაგრძელება მოჰყვებოდა, რომელიმე თეატრი სპექტაკლს ჩაიტანდა, ცეკვის ანსამბლი ჩავიდოდა, ერთობლივი სპორტული ღონისძიებები გაიმართებოდა, მერე აფხაზები ჩამოვიდოდნენ. მედია გააშუქებდა ამ ყველაფერს. ყინული გალღვებოდა, საქმე დაიძრებოდა, მაგრამ ამხელა საქმისთვის არც 50 000 დოლარი, არც 50 000 ლარი არ აღმოჩნდა სახელმწიფოს. 50 000 ლარს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ერთ სადილში ხარჯავს.”

ალია

თეგები: ეკა ხოფერიალაშა ამირეჯიბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved