• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცემის და წამების უმძიმესი ისტორია – “პირველად მოვყვები როგორ მექცეოდნებ” – საბა სხვიტარიძე

ალია ავტორი - ალია
01:31 12-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

ოლიგარქის რეჟიმის პატიმარი, საბა სხვიტარიძე რუსთავის საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და დაპატიმრების დეტალებს იხსენებს:

ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში.

როცა დამიჭირეს იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს კამერა და ისევ გამორთეს, პასუხი თუ რაზე მაკავებდნენ მიპასუხეს, რომ მეტყვიან სხვები, როდესაც მამაჩემს ვუთხარი დაერეკა ჩემს ადვოკატთან, მამაჩემს ჩამოართვეს ტელეფონი, რა თქმა უნდა პასუხი დაკავების მიზეზის შესახებ ვერ მივიღე.

ჩამსვეს მანქანაში და დაიძრნენ თბილისის მიმართულებით, დაახლოებით გორთან, სოკარის ბენზინ გასამართ სადგურთან დაგხვდა შავი ოპერატიული მანქანა და იქ გადამცეს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა იმათაც არ განმიმარტეს თუ რაზე დამაკავეს, დამადეს ხელბორკილი და მითხრეს, რომ 20 წუთში გავიგებდი რატომ ვიყავი დაკავებული. როდესაც მივედით თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ დაკავებული არ ვიყავი, მოწმის სტატუსით მომიყვანეს სამმართველოში, საშვი გამიფორმეს და ამიყვანეს მე-5 სართულზე, ყველაფერი აქედან დაიწყო. ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს რომ მალე გავერკვეოდი ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს ვიღაც ნიღბიანებს. შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდა ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი.

მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის ‘’ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო. როცა ვითხოვდი სასწრაფოს ირონიით მიმეორებდნენ გზაშიაო, აქ, რომ მორჩნენ თავიანთ საქმეს გადამაბარეს 3 თანამშრომელს, რომლებმაც ამიყვანეს მე-8 სართულზე, ჯერ შემიყვანეს უფროსის ოთახში, სადაც სამნი ისხდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრეს, რომ ჩვენებას დავწერდი! შემდეგ შემიყვანეს გვერდზე კაბინეტში გამომძიებელთან, გამომძიებელი იყო ქალი პოლიციის ფორმაში, მის გვერდით მაგიდაზე კი იჯდა კაცი, რომელიც ოქმს ავსებდა, მოვითხოვე ადვოკატი და რაზეც დამცინავად მიპასუხეს, რომ გზაშია, ქალი გამომძიებელი კი რაღაცას ავსებდა და მონაცემებს მეკითხებოდა, რა დროსაც მის გვერდზე მჯდომმა კაცმა მითხრა დაზიანებები მანახეო და მაისური ავიწიე, მოინიშნა სიწითლეები და შემდეგ ქალს უთხრა დაეტოვებინა კაბინეტი, რა დროსაც შემოვიდა ერთი ნიღბიანი ზონდერი და მეორე საპატრულოს ფორმაში პირბადიანი კუნთმაგარი პოლიციელი, რა დროსაც დაიწყო ისევ ძალადობა ჩემზე, მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები. დაბრუნდნენ გამომძიებლები და მეუბნებოდნენ ვიძალადე თუ არა პოლიციაზე, ჩემი პასუხი იყო რომ არა. ამის შემდეგ ისევ თავიდან შეამოწმეს დაზიანებები, გააფორმეს ოქმი რაზეც მე ხელი არ მოვაწერე და ამის შემდგომ ჩამიყვანეს კაპეზეზე. კაპაეზეზე ჩემი ცემა არ გაგრძელებულა, პირიქით კაპეზეს თანამშრომლები გამოირჩნენ კეთილგანწყობით.

კაპეზეზე მინახულა სახალხო დამცველმა და დეტალურად ჩაიწერა ჩემი ჩვენება, ასევე შემოვიდა სპეციალური საგამოძიებო და როდესაც დავიწყე მოყოლა ჩემი ამბის, შემაწყვეტინა და მეკითხება შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო ? მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა, მე ისევ გავაგრძელე მოყოლა ისევ, გამაჩერა და მეუბნება, მოდი შენც, რომ დალაგდები შენს ადვოკატთან ერთად გავიაროთ, ეს ამბავი იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა.

სიყვარულით საბა, რუსთავის მე-6 ციხიდან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved