• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცემა, წამება, გაუპატიურება, იძულებითი აბორტი პოლიციელთა მხრიდან – საიას უმწვავესი ანგარიში

ალია ავტორი - ალია
10:49 04-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმები და პრევენცია“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მორიგი ანგარიში წარადგინა, რომელშიც ძალიან მძიმე და გახმაურებული საქმეები მოხვდა.

ანგარიშში საუბარია პოლიციელთა მხრიდან არასათანადოდ მოპრყობის კონკრეტულ ფაქტებზე, როგორიცაა ცემა, გაუპატიურება, იძულებითი აბორტი, სხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

საიას თქმით, ერთი წლის განმავლობაში10 საქმე განიხილეს, რომლებიც არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმად შეფასდა. თუმცა აამათგან ბრალი პირს მხოლოდ 1 საქმეზე წარუდგინეს.

“ანგარიშის მიზნებისათვის გაანალიზდა 2019 წელს საია-ს მიერ წარმოებაში აღებული 10 სისხლის სამართლის საქმე. შეფასდა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფორმა, მისი განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები, პირის დაზარალებულად ცნობის საკითხი, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პრობლემურობა. ასევე, ანგარიშში გაანალიზებულია ქართული კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მომუშავე ადვოკატებისა და პენიტენციარული დაწესებულების 2 მსჯავრდებულის გამოკითხვის შედეგები.

ბოლო წლების განმავლობაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა, სამართალდამცველთა მხრიდან მსგავსი დანაშაულების ჩადენა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. წინა წლების მსგავსად, გამოწვევად რჩება სამართალდამცველი უწყებების მხრიდან მსგავსი ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების გონივრულ ვადებში წარმართვა, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაზარალებულად ცნობა. პოზიტიური ნაბიჯი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და მისი ამოქმედება, თუმცა, დადებითად ვერ შეფასდება სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის იმ რედაქციით მიღება, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს შეზღუდული მანდატი აქვს.

ანგარიშის შედეგად გამოვავლინეთ შემდეგი ძირითადი მიგნებები:

– საიას წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს სამართალდამცველთა მხრიდან წამების/არასათანადო მოპყრობის ფორმად, ძირითადად, გამოყენებული იყო ცემა, თუმცა, ფიქსირდება ფსიქოლოგიური ძალადობის, ერთ შემთხვევაში – იძულებითი აბორტის და ერთ შემთხვევაში – გაუპატიურების ფაქტებიც.

– საიას წარმოებაში არსებული საქმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა და პენიტენციარულ დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლის შემდგომ სუიციდის მცდელობა ჰქონდათ, რაც წამების/არასათანადო მოპყრობის ფსიქოლოგიური შედეგების სიმძიმეზე მიუთითებს.

– საიას წარმოებაში არსებული წამების/არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიება, მიუხედავად მათი სიმძიმისა, უმეტეს შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (60%).

– სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა უმეტესობის გამოძიება პროკურატურის მიერ დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (91%).

– არასათანადო მოპყრობის საქმეებში მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ დაბალია, კერძოდ, საიას წარმოებაში არსებული 10 საქმიდან მხოლოდ ორი პირია ცნობილი დაზარალებულად.

– საიას წარმოებაში არსებული საქმეებიდან, სადაც გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლით, არცერთში არ არის ბრალი წარდგენილი.

– პროკურატურის მიერ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაწყებული გამოძიებების სტატისტიკის (2019 წლის ცხრა თვის მონაცემები) თანახმად, ძალიან დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. პროკურატურის მიერ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაწყებულ გამოძიებებში სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პირის მიმართ განხორციელდა, რაც საქმეების მხოლოდ 1.6%-ია.

– 7 საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა.

გამოვლენილ მიგნებებზე დაყრდნობით, რელევანტური სახელმწიფო უწყებებისათვის მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტად მოხდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია.

ვიდეო პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში“, ფარგლებში, რომელსაც საია 2018 წლის თებერვლიდან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) ერთად ახორციელებს”- აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved