რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევა დაიწყეს. სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა დაკავება დაიწყო.
მოქალაქეები ხელებაწეულები დადგნენ სპეცრაზმის წინ.
წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია წიწაკის სპრეიც. ე.წ. რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.
მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ წყლის ჭავლშიც შესაძლოა რამეა გარეული, რადგან არაერთი ადამიანი გახდა ცუდად და აქვთ წვის შეგრძნება.
კომენტარები