პოეტი დიკა ლასაყაია ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ დას სოციალურ ქსელში ემოიცურ პოსტს უძღვნის.
„სახლში ხარ… ყველგან. წელს ვერ დავითვალე წუთები, სანამ სახლამდე მოხვიდოდი. შენი მანქანის ხმას თითქოს ინტუიციით ვგრძნობდით და მერე ბავშვების ჟრიამული..
ბაკო მოვიდააააა, შენი საყვარელი ლუსი შემოვარდებოდა ხოლმე, მერე ელისაბედი და ბოლოს შენ შემომანათებდი. მოხვედი დეო – გაბრწყინებული გეტყოდა დედიკო… ახლა ზის და ლოცვებს გიკითხავს, ოღონდ სხვა ლოცვებს, ტკივილიანს და ცრემლებით გაჟღენთილს… წელს არ მოხვედი… არ მოიტანე მზე და სითბო. წვიმს და ვფიქრობ. ნეტა იქ სიცივე ხომ არ არის. ნეტავ იქ ამინდები ასე თუ იცვლებიან. ნეტავ…, – ვკითხულობს სალაყაიას ფეისბუკ-პოსტში.
კომენტარები